ფეხბურთი

11:45 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონს" ბლანი ჩაიბარებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" ყოფილი მწვრთნელი ლორან ბლანი "ლიონს" ჩაიბარებს. როგორც ActuGones-ი იუწყება, 53 წლის სპეციალისტს "ოლიმპიკი" ან 14 ან 15 ოქტომბერს წარადგენს.

ბლანამდე ფრანგული მედია ჟოზე მოურინიოზეც საუბრობდა, თუმცა პორტუგალიელმა ფრანგებს უარი უთხრა. ლორანმა სამწვრთნელო კარიერა "ბორდოში" 2007 წელს დაიწყო. 2010 წელს ბლანმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა, ხოლო 2013 წლიდან პსჟ-ს წვრთნიდა.

0.117811