ფეხბურთი

21:27 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რანიერიმ "სამპდორია" ჩაიბარა

იტალიელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "სამპდორია" ჩაიბარა. როგორც Sky in Italy იუწყება, 67 წლის სპეციალისტმა გენუურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული შეთანხმება იტალიელებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

რანიერი ბოლოს "რომაში" მუშაობდა, სადაც 8 მარტს დანიშნეს და გასული სეზონის ბოლოს დატოვა კლუბი. კლაუდიო 2016 წელს პრემიერლიგის მოგების შემდეგ "ნანტსა" და "ფულჰემში" მუშაობდა.

სტატისტიკა
0.286005