ფეხბურთი

0:56 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ემზადება

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩის მზადების გადამწყვეტ ფაზაში იმყოფება. „ჯვაროსნების“ რიგებში მატებაა, რადგან გუნდს გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდნენ.

მთლიანობაში ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იმყოფება და ყველა სრული დატვირთვით ემზადება.

„ჯვაროსნების“ შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

შეგახსენებთ, საქართველო - ირლანდიის შეხვედრა 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 17:00 საათზე დაიწყება.

0.116532