ფეხბურთი

23:25 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ "ლიონი" იუარა

პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ "ლიონის" გაწვრთნაზე უარი განაცხადა. როგორც RMC Sport-ი იუწყება, მოურინიო შემოთავაზებას პრემიერლიგის კლუბებიდან ელოდება და ფრანგებს ამიტომაც უთხრა უარი.

მოურინიო 2018 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაითხოვეს და მას შემდეგ თავისუფალია. "ლიონმა" კი მიმდინარე კვირაში სილვინიო გაათავისუფლა, რომელმაც კლუბი მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაიბარა. ბრაზილიელის ხელმძღვანელობით "ოლიმპიკმა" 11-დან სამი მატჩი მოიგო და ოთხი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120051