ფეხბურთი

23:52 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ბერგეს ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "გენკის" საყრდენმა ნახევარმცველმა, 21 წლის სანდერ ბერგემ შესაძლოა კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს. როგორც ბელგიური კლუბის პრეზიდენტმა პიტერ კრონენმა რადიო Kiss Kiss-თან საუბრისას განაცხადა, იტალიელებმა ფეხბურტელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს და "გენკი" ბერგეს 22 მილიონ ევროდ აფასებს.

ბერგე ბელგიელებმა 2017 წელს "ვალერენგადან" 2 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. ახლა კი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა. სანდერი "გენკის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა და დღემდე ჩატარებულ 95 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში ბერგე 2017 წლიდან თამაშობს და 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სტატისტიკა
0.246834