ფეხბურთი

22:26 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტულუზამ" კაზანოვა დაითხოვა

58 წლის ფრანგი მწვრთნელი ალენ კაზანოვა "ტულუზამ" მთავარი დამრიგებლის პოსტიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ალენი კარიერაში მეორედ წავიდა "ტულუზადან", პირველად ფრანგი 2015 წელს გაუშვეს.

კაზანოვა ფრანგულმა კლუბმა მთავარ მწვრთნელად 2018 წლის ივნისში დანიშნა. გასულ სეზონში "ტულუზა" მე-16 ადგილზე გავიდა და დაქვეითებას გადაურჩა, მიმდინარე სათამაშო წელს კი ცხრა ტურში ცხრა ქულა აიღო და მე-18 პოზიციაზე იმყოფება. მიმდინარე კვირაში ლიგა 1-ის კიდევ ერთი კლუბი, "ლიონი" დარჩა უმწვრთნელოდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11429