სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

0:30 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

თსუ დუდუ დადიანის თასის მფლობელია!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დუდუ დადიანის თასის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის პირველი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. მემორიალური ტურნირის ოთხივე შეხვედრა თსუ-მ ისე მოიგო, მეტოქისთვის მცირედი შანსიც არ მიუცია, რაც დამსახურებულად დაფასდა თასით, რომელიც უნივერსიტეტის გუნდისთვის სეზონის წინ დიდი მოტივაციისა და სტიმულის მიმცემი იქნება.

ფინალურ მატჩში თსუ-ელებმა არანაკლებ ძლიერი “ბათუმი” 87:69 დაამარცხეს. თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც 18:18 დასრულდა. მეორე მეოთხედში თამაში გიორგი კორსანტიას მშვენიერი გარჯის ხარჯზე გაიხსნა, რომელმაც სამწამიან ზონასა და მის მისადგომებთან მეურვეები დაჯაბნა და თსუ-ს წინ გაჭრის საშუალება მისცა. უნივერსიტეტელებმა ათწუთეული 24:8 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 42:26.

მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა. მეორე ნახევარში თსუ-მ მეტი აქცენტი დაცვაზე გადაიტანა, რითაც მეტოქეს ქულების მოპოვების საუალება მაქსიმალურად შეუზღუდა, ამასობაში მიზანი გაეხსნა სტუდენტების ამერიკელ ლეგიონერ რიკი მედისონს, რომელმაც სნაიპერული თვისებები გამოავლინა და მეორე მეოთხედში პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა. ძალიან სარგებლიანი იყო კრისტოფერ ანდერსონი, რომელიც ბურთსაც გონივრულად ათამაშებდა და შეტევაშიც ყოჩაღობდა. ყველაფერმა ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ბათუმელებმა დარჩენილ დროში ვერაფერი შეცვალეს. თსუ მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე და დუდუ დადიანის თასიც ღირსეულად მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი კორსანტია, რომელმაც ტურნირის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. მის ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. 20 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა კრის ანდერსონმა, ხოლო რიკი მედისონმა პირად ანგარიშზე 18 ქულა ჩაიწერა. ბათუმელთაგან 15 ქულით ჯუნიუს პროველი გამოირჩა, 11 ქულა და 8 მოხსნა ლევან ელიაძის ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც დამსახურებული სპორტული კომენტატორი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯამლეტ ხუხაშვილი გაუძღვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გიორგი კორსანტიას დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრომ და ანდრიამ გადასცეს. თსუ-ელთა კაპიტანმა, გიორგი კორსანტიამ ჩაიბარა დუდუ დადიანის თასიც, რომელიც უნივერსიტეტელებისთვის პირველია. მემორიალის ფინალში თსუ აქამდე სამჯერ იყო, თუმცა 2002, 2005 და 2009 წლებში სტუდენტურმა გუნდმა ტიტულის მოგება ვერ შეძლეს. მეოთხე ცდაზე, ლექსო ლაფანაშვილისა და ირაკლი ძიძიგურის წინამძღოლობით, თსუ დუდუ დადიანის თასს პირველად დაეპატრონა.

თსუ – ბათუმი
სტატისტიკა: 87:69

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114043
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X