სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:52 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

9 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1962. დაიბადა ხორხე ლუის ბურუჩაგა. არგენტინელი ფეხბურთელი. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბურუჩაგამ დიეგო მარადონას ზუსტი პასის წყალობით მესამე, გადამწყვეტი გოლი გაუტანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. საკლუბო დონეზე იცავდა “არსენალ დე სარანდის”, “ინდეპენდიენტეს” (1982-83, 1995-98), “ნანტის” (1985-92), “ვალანსიენის” (1992-93) ღირსებას. 1984 წელს მოიპოვა საკონტინენტთაშორისო და ლიბერტადორესის თასები. 1983 წელს გახდა არგენტინის ჩემპიონი. არგენტინისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 408 მატჩი, გაიტანა 109 გოლი. მუშაობდა “არსენალ დე სარანდის”, “ესტუდიანტესის”, “ინდეპენდიენტეს” მთავარ მწვრთნელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1951. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მეხუთე მატჩი ჩატარდა. “ყველა ვარსკვლავის” პირველი გუნდი მეორეს 2:2 დაუზავდა. შეხვედრა ტორონტოში გაიმართა.

1956. თბილისის “დინამომ” ბულგარეთის ტურნეს მსვლელობისას პლოვდივში, ადგილობრივ “სპარტაკთან” 1:2 წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანა. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, კოტრიკაძე, ღოღობერიძე, ხასაია (ქვლივიძე), გაგნიძე (იამანიძე), კალოევი, ჭკუასელი, მესხი.

1956. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მეათე მატჩი ჩატარდა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრები მონრეალში ადგილობრივ “კანადიენსს” 1:1 ეთამაშა.

1986. “ბუფალო სეიბრზის” მოთამაშემ ჟილბერ პერომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მეხუთასე შაიბის გატანა მოახერხა. ამ მაჩვენებლით იგი NHL-ის მეთორმეტე ჰოკეისტი გახდა.

1996. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში იტალიის ნაკრებთან 0:1 წააგო. მატჩი პერუჯას “რენატო კურის” სტადიონზე ჩატარდა და მას 17 ათასი მაყურებელი დაესწრო. იტალია: ტოლდო, პესოტო, ნესტა, ფერერა, მალდინი, კარბონი (ძოლა), დი მატეო, დი ლივიო (პანუჩი), კონტე (დ. ბაჯო), კაზირაგი, რავანელი. ნაკრებს არიგო საკი წვრთნიდა. საქართველო: ზოიძე, ლობჟანიძე, ცხადაძე, შელია, კუდინოვი (ინალიშვილი), გოგიჩაიშვილი, ნემსაძე, კობიაშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე, გოგრიჭიანი (რ. არველაძე). ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. მატჩში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ფაბრიციო რავანელიმ გაიტანა.

1999. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ალბანეთის ნაკრებთან 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. შეხვედრა ტირანას “ქემალ სტაფას” სტადიონზე ჩატარდა და მას 6 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ჭანტურია, შეყილაძე, ჭიჭვეიშვილი, დიდავა, კალაძე, კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, გახოკიძე, ა. არველაძე (დ. ჯანაშია), შ. არველაძე. ნაკრებს იოჰან ბოსკამპი წვრთნიდა.

2006. გელზერკირხენის “შალკეს” სპონსორი “გაზპრომი” გახდა.

2007. საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო, ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც იმხანად მიმდინარე პროცესებში მონაწილედ მიიჩნეოდა, ორგანიზაციის აღმასკომმა უფლებამოსილება შეუწყვიტა.

2007. ვეტერან სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართა, 35-40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, თემურ გიორგაძემ (68 კგ) გაიმარჯვა, 40-45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო ბესო მიქელთაძემ (მძიმე წონა), ხოლო 50-55 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ასევე მძიმე წონით კატეგორიაში, საუკეთესო იყო ოთარ ყურაშვილი.

2009. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ რიო დე ჟანეიროს 2016 წლის თამაშების პროგრამაში გოლფი და შვიდკაცა რაგბი შევიდოდა.

2013. დუდუ დადიანის სეზონისწინა, ტრადიციული მემორიალი “სოხუმის” გამარჯვებით დასრულდა. სოხუმელებმა ფინალში, მემორიალის გარდამავალი თასის მფლობელი “არმია” დიდი ანგარიშით 84:57 დაამარცხეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1900. სილვიო კატორი. ჰაიტელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1928 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1907. კლაეს კარპინენი. ფინელი სტაიერი. 10 კილომეტრზე ესტაფეტით რბენაში 1936 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1917. კუსუო კიტამურა. იაპონელი მოცურავე. 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1941. ჯანკარლო ბერსელინო. იტალიის ნაკრების, “იუვენტუსის” (1961-69), “ბრეშასა” და “ლაციოს” მცველი. 1968 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 6 მატჩი. 1967 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. 1965 წელს მოიპოვა იტალიის თასი. სერია A-ში ჩაატარა 154 მატჩი, გაიტანა 10 გოლი.

1945. ნაფტალი ბონი. კენიელი სპრინტერი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1955. სტივ ოუეტი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. თავისი ქვეყნის მიერ მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, თამაშებზე მაინც იასპარეზა და ორი მედალიც მოიპოვა. ოუეტმა 800 მეტრზე გარბენი მოიგო, ხოლო 1500 მეტრ დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

1957. ზოგიერთი მონაცემით ვიტალი დარასელია. თბილისის “დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელი. სინამდვილეში ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 იანვარს დაიბადა.

1961. არლინ ბოქსუოლი. ზიმბაბველი ბალახის ჰოკეისტი ქალი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1962. ხორხე ლუის ბურუჩაგა. არგენტინელი ფეხბურთელი. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბურუჩაგამ დიეგო მარადონას ზუსტი პასის წყალობით მესამე, გადამწყვეტი გოლი გაუტანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. საკლუბო დონეზე იცავდა “არსენალ დე სარანდის”, “ინდეპენდიენტეს” (1982-83, 1995-98), “ნანტის” (1985-92), “ვალანსიენის” (1992-93) ღირსებას. 1984 წელს მოიპოვა საკონტინენტთაშორისო და ლიბერტადორესის თასები. 1983 წელს გახდა არგენტინის ჩემპიონი. არგენტინისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 408 მატჩი, გაიტანა 109 გოლი. მუშაობდა “არსენალ დე სარანდის”, “ესტუდიანტესის”, “ინდეპენდიენტეს” მთავარ მწვრთნელად.

1965. სოსო ჭედია. ზუგდიდისა და თბილისის “დინამოს”, საბჭოთა კავშირის იუნიორთა და ახალგაზრდული ნაკრებების მცველი. იყო საკავშირო ნაკრებთა კაპიტანი. 1985 წლის 20 წლამდელ ფეხბურთელთა მსოფლიოს პირველობის პრიზიორი. თბილისის “დინამოში” გამოდიოდა 1983-90 წლებში. ჩაატარა საკავშირო პირველობების 154 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 51 საერთაშორისო შეხვედრაში გაიტანა 8 გოლი. 1990 წელს სოსო ჭედია თბილისის “დინამოს” რიგებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული გახდა. თამაშობდა კვიპროსის “ანორთოსისში”, შემდეგ კი ამ კლუბსა და პირეოსის “ოლიმპიაკოსში” მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას თანაშემწე იყო.

1967. გეორგე პოპესკუ. რუმინეთის ნაკრების, “უნივერსიტატეა კრაიოვას”, ბუქარესტის “სტიაუას”, “ტოტენჰემ ჰოტსპურის”, “ბარსელონას”, “გალათასარაის”, ბუქარესტის “დინამოს”, “ჰანოვერ 96”-სა და პსვ-ს ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს უეფას თასების მფლობელთა თასი (1997, “ბარსელონა”), უეფას თასი (2000, “გალათასარაი”), უეფას სუპერთასი (2000, “გალათასარაი”), აგრეთვე რუმინეთის, ჰოლანდიის, თურქეთის ჩემპიონობა, რუმინეთის და ესპანეთის თასები და ჰოლანდიის სუპერთასი. პოპესკუ მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე და არაერთი პირადი ჯილდოს მფლობელია. რუმინეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 115 მატჩი, გაიტანა 16 გოლი.

1970. კენი ანდერსონი. “ატლანტა ჰოუკსის” გამთამაშებელი (183 სმ).

1978. ხუან დიქსონი. “ვაშინგტონ უიზარდსის” გამთამაშებელი-მსროლელი (190 სმ).

1981. დარიუს მაილსი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის” ფორვარდი (206 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალა

1990. ბორის პაიჭაძე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113089
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X