ფეხბურთი

0:06 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები მესამე მარცხი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის შესარჩევ ციკლში მორიგი მარცხი განიცადა. ლევან ბაჯელიძის გუნდი მესამე ტურში B ჯგუფის ლიდერ დანიას თბილისში დაუხვდა და უქულოდ დარჩა.

დანიელები ფავორიტად ითვლებოდნენ და მოლოდინისამებრ შინ გამარჯვებულნი დაბრუნდნენ. ანგარიში მატჩის დასაწყისში გეილმა გახსნა, რასაც მეორე ნახევარის საწყის ნაწილში სორენსემა მეორე გოლიც მოაყოლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შედეგად, საქართველოს ნაკრების სამი შეხვედრის შემდეგ ქულათა გრაფაში ისევ ნული უწერია. მომდევნო ტურის მატჩს კი, ბაჯელიძის შეგირდები ერთი თვის თავზე იტალიაში გამართავენ.

საქართველო - დანია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გეილი (14), 0:2 სორენსენი (58)

0.115702