ფეხბურთი

20:30 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მეექვსე სართულიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა

არგენტინელი ფეხბურთელი ეზეკიელ ესპერონი 23 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. სამხრეთ ამერიკელი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა და აივნის მოაჯირის დაშლის გამო მეექვსე სართულიდან გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლისას ესპერონი ცოცხალი იყო, მაგრამ მრავლობითი ტრავმებისგან მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტი ბუენოს აირესში მოხდა.

23 წლის ფეხბურთელს აქამდე ბრაზილიურ „გრემიოსა“ და მექსიკურ „ატლანტეში“ ჰქონდა ნათამაშები. ორივე გუნდმა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

0.114559