სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:35 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახი" ლიდერია, "ვოლფსბურგი" - დაუმარცხებელი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგა სანაკრებო პაუზაზე ახალი ლიდერით გავიდა. „ბაიერნის“ წაგებით „გლადბახმა“ ჩინებულად ისარგებლა და სათავეში მოკალათდა.

„ბორუსიამ“ „აუგსბურგს“ უმასპინძლა და იცოდა რა, რომ სამი ქულა გაალიდერებდა, მეტისმეტი მონდომებით მიუდგა საქმეს. უკვე მე-13 წუთისთვის სამბურთიანი სხვაობით იგებდა. შავ-თეთრების მეტოქის რბევა არ შეუჩერებიათ და საბოლოოდ, 5:1 იმარჯვეს. „გლადბახმა“ 16 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზე ერთპიროვნულად იმყოფება.

მიონხენგლადბახელებს კვალში „ვოლფსბურგი“ ჩაუდგა, რომელმაც ბერლინის „უნიონს“ ვეგორსტის კინკილა გოლით მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა. სხვათა შორის, „მგლები“ ბუნდესლიგაში 7 ტურის თავზე წაუგებელნი არიან და მსგავსი შედეგით თავის მოწონება სხვა გუნდებს არ შეუძლიათ.

ტური ფრანკფურტში, „აინტრახტისა“ და „ვერდერის“ მატჩით დასრულდა. მასპინძლები აგებდნენ, მაგრამ ჯერ გაათანაბრეს, ხოლო 88-ე წუთზე ანდრე სილვამ დააწინაურა და გამარჯვებაც თითქოს უნდა მოეპოვებინა. თუმცა, ბოლო წუთზე მილოტ რაშიცამ პენალტით გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

„გლადბახი“ – „აუგსბურგი“ 5:1 (4:0)

გოლები: 1:0 ზაკარია (2), 2:0 ჰერმანი (8), 3:0 ჰერმანი (13), 4:0 პლეა (39), 4:1 ნიდერლეხნერი (80), 5:1 ემბოლო (83)

„ვოლფსბურგი“ – „უნიონი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვეგორსტი (69)

„აინტრახტი“ – „ვერდერი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კლაასენი (27), 1:1 როდე (55), 2:1 ანდრე სილვა (88), 2:2 რაშიცა (90, პენ)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.148934
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X