ფეხბურთი

22:26 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლამ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ "რომასთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2024 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "მგლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სპინაცოლა "რომაში" მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და მის სანაცვლოდ რომაელებმა "იუვენტუსს" 29.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.272465