ფეხბურთი

13:59 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ირლანდია | ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია დაიწყო!

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩის, საქართველო - ირლანდიის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში 5 ოქტომბერს დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

5-6 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში კი, გულშემატკივრები მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენას ორბელიანის მოედანზე მოწყობილ სფფ-ის ოფიციალურ მაღაზიაში 12:00-დან 20:00 საათამდე შეძლებენ.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 28 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად, გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

GFF.GE

0.180611