ავტოსპორტი

11:45 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ 2021 წლიდან „მერსედესის“ ძრავებზე გადავა

„მაკლარენმა“ დაადასტურა“, რომ 2021 წლის სეზონიდან ისევ „მერსედსის“ ძრავებს დაუბრუნდება და იმედოვნებს, რომ სამქიმიანებთან ერთად, კვლავ ტოპ გუნდებში დაიმკვიდრებს ადგილს.

ამჟამად უოკინგელები „რენოს“ აგრეგატებს იყენებთან, თუმცა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის დასრულების (2020 წლის სეზონის ბოლოს) შემდეგ, მის გაგრძელებას აღარ აპირებენ. ბრიტანული გუნდი „მერსედესთან“ თანამშრომლობას 2024 წლამდე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ „მაკლარენი“ და „მერსედესი“ 1995-2014 წლებში იყვნენ პარტნიორები. ამ პერიოდში, ჯამში 78 რბოლა მოიგეს, ერთხელ დაეუფლნენ კონსტრუქტორთა ჩემპიონის ტიტულს და სამჯერ მრბოლთა შორის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ამ სამიდან ორი ტიტული მიკა ჰაკინენის ანგარიშზეა (1998 და 1999 წლებში), ერთი კი ლუის ჰამილტონის (2008 წელს). გუნდმა შტუტგარტელთა ძრავებითაც ორი სეზონი (2013 და 20140 წლების) მოგების გარეშე ჩაატარა.

2015 წლიდან სამი სეზონის განმავლობაში, „მაკლარენი“ „ჰონდას“ ძრავებს იყენებდა და ლიდერობიდან უკანა რიგებში გადაინაცვლა. „რენსთან“ ერთად გუნდს პროგრესი აქვს, მაგრამ არა იმდენი, რომ მოგებისთვის ბრძოლა შეძლოს. მიმდინარე სეზონში „მაკლარენი“ მეოთხე ადგილისთვის იბრძვის, რასაც „რენო“ ეცილება.

შეგახსენებთ, რომ საკუთარი გუნდის გარდა, „მერსედესი“ მიმდინარე სეზონში ძრავებს „უილიამსს“ და „რეისინგ პოინტსაც“ აწვდის. ამასთან, გერმანული კომპანია მზადაა, ძრავებით ოთხი გუნდი მოამარაგოს.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.111369