სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:48 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

3 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1945. დაიბადა ვიქტორ სანეევი. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგ ხტომაში (1968, 1972, 1986). 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. სამგზის მსოფლიოს რეკორდსმენი (1968 - 17,23 და 17,39 მ; 1972 - 17,44). საუკეთესო პირადი შედეგი - 17,44 მ. სანეევი რვაჯერ იყო ევროპის ჩემპიონი (1969, 1970, 1971, 1972, 1974, 1975, 1976, 1977). ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 1973-1975), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი 1971. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 1972, 1976). ვიქტორ სანეევი ოლიმპიური, ღირსების, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენების კავალერია. ამჟამად ის ავსტრალიაში ცხოვრობს. სიდნეის ოლიმპიადაზე სანეევი საქართველოს ოლიმპიური გუნდის ატაშე იყო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1909. იტალიის ქალაქ ბოლონიაში დაარსდა ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი.

1926. ფრანგმა სტაიერმა ვიოლეტ პერსიმ ქალთა შორის მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:40.22).

1926. პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ფლორენციის “ფიორენტინამ”. იმ დღეს “ფიორემ” “პიზას” 3:1 მოუგო.

1953. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” მეშვიდე მატჩი ჩატარდა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა “მონრეალ კანადიენსს” 3:1 მოუგო. თამაში მონრეალში შედგა.

1959. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მეცამეტე მატჩი ჩატარდა. “მონრეალ კანადიენსმა” “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებს 6:1 მოუგო. შეხვედრა მონრეალში შედგა.

1967. თბილისის “დინამომ” შვეიცარიული ტურნეს მსვლელობისას ლოზანაში “ლოზანას” 4:0 მოუგო. გოლები სლავა მეტრეველმა (2), გივი და ლევან ნოდიებმა გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე, რეხვიაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ბ. სიჭინავა, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია (მესხი), დათუნაშვილი (ლ. ნოდია). გუნდს გივი ჩოხელი წვრთნიდა.

1971. ამერიკელი ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი პირველი ქალი სპორტსმენი შეიქნა, რომლის მიერ ტურნირებზე აღებულმა საჰონორარო თანხამ 100 ათას დოლარს გადააჭარბა.

1976. ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა ჯოვანი ტრაპატონიმ.

1979. თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში ინგლისის ჩემპიონ “ლივერპულს” 3:0 მოუგო (პირველი შეხვედრა “ენფილდ როუდზე” მასპინძლებმა 2:1 მოიგეს) და მერვედფინალში გავიდა. გოლები ვლადიმერ გუცაევმა, რამაზ შენგელიამ და ალექსანდრე ჩივაძემ (პენალტი) გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, გ. მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1981. მაიკ ვივერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ქვიკ ტეილორი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2002. თბილისის “დინამომ” უეფას თასის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში ჩეხეთის (ლიბერეცის) “სლოვანთან” 0:1 წააგო (ლიბერეცში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. ამ შეხვედრაში თბილისელ მაყურებელთა ხულიგნური გამოხტომების გამო, მომდევნო წელს “დინამოს” ცარიელი მაყურებლის წინაშე მოუხდა თამაში. “დინამო”: გვარამაძე, ვაშაკიძე, შაშიაშვილი, ამისულაშვილი, გოგობერიშვილი, კარლოს და როჩა, სახვაძე (სამხარაძე), ბურდული, ანჩაბაძე, დარასელია, ახალაია (მიქაძე). გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა.

2006. როტერდამის “ფეიენოორდის” პრეზიდენტმა იორიენ ვან დერ ჰერიკმა გუნდის 100 ათას ქომაგს წერილი მისწერა, რომელშიც კლუბის ფინანსურ სიტუაციაში გაარკვია და გულშემატკივარი დაარწმუნა, “ფეიენოორდს” რომ არ გაჰყიდდა.

2010. ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში მიმდინარე ქალ კალათბურტელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აშშ-ის ნაკრებმა მასპინძელთა ეროვნულ გუნდს 89:69 მოუგო და მერვედ გახდა პლანეტის საუკეთესო ნაკრები.

2010. რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში დასრულებულ 39-ე საწადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.

2012. იულიან დრექსლერი 19 წლის და 13 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. მან ლარს რიკენის მაჩვენებელი გააუმჯობესა, რომელმაც “დორტმუნდის” შემადგენლობაში გოლი მაშინ გაიტანა, როცა 19 წლის და 100 დღის იყო.

2012. “მილანის” ახალგაზრდა ფორვარდი სტეფან ელ-შაარავი კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ჩემპიონთა ლიგაში. ელ-შაარავიმ “ზენიტთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (3:2) ერთი ბურთი გაიტანა. ამ დღეს ფორვარდი 19 წლისა და 342 დღის გახლდათ.

ამ დღეს დაიბადნენ

1924. არკადი ვორობიოვი. საბჭოთა ძალოსანი. ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს 20 რეკორდი.

1935. აბდონ პამიხი. იტალიელი მძლეოსანი. 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1939. ნილ ფრეზერი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1959 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1940. მაიკ ტროი. ამერიკელი მოცურავე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1945. ვიქტორ სანეევი. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი. სამგზისოლიმპიურიჩემპიონისამმაგ ხტომაში (1968, 1972, 1986). 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. სამგზის მსოფლიოს რეკორდსმენი (1968 - 17,23 და 17,39 მ; 1972 - 17,44). საუკეთესო პირადი შედეგი - 17,44 მ. სანეევი რვაჯერ იყო ევროპის ჩემპიონი (1969, 1970, 1971, 1972, 1974, 1975, 1976, 1977). ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 1973-1975), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი 1971. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 1972, 1976). ვიქტორ სანეევი ოლიმპიური, ღირსების, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენების კავალერია. ამჟამად ის ავსტრალიაში ცხოვრობს. სიდნეის ოლიმპიადაზე სანეევი საქართველოს ოლიმპიური გუნდის ატაშე იყო.

1966. გელა ინალიშვილი. საქართველოს ნაკრების, სოხუმისცხუმისდა თბილისისდინამოსყოფილინახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონი (1991, 1992, 1993, 1994). საქართველოს თასისმფლობელი(1992, 1993, 1994, 1996). გამოდიოდა გერმანულჰომბურგშიც”. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა10 მატჩი.

1978. კლაუდიო პისარო. პერუს ნაკრების, ლიმას “ალიანსას”, ბრემენის “ვერდერის”, მიუნხენის “ბაიერნის”, ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი. პერუს ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. “ბაიერნის” შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (2013), ევროპის სუპერთასი (2013), საკონტინენტთაშორისო თასი (2001), გერმანიის ჩემპიონობა (2003, 2005, 2006, 2013), გერმანიის თასი (2003, 2005, 2006, 2013). “ჩელსის” შემადგენლობაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მოიპოვა პრემიერლიგის ვიცე-ჩემპიონობა. “ვერდერის” შემადგენლობაში მოიპოვა გერმანიის თასი (2009) და იასპარეზა უეფას თასის ფინალში. უცხოელ ფეხბურთელთაგან გერმანულ ბუნდესლიგაში გაიტანა ყველაზე მეტი, 167 გოლი.

1981. ზლატან იბრაჰიმოვიჩი. შვედეთის ნაკრების, “მალმიოს”, ამსტერდამის “აიაქსის”, ტურინის “იუვენტუსის”, მილანის “ინტერის”, “ბარსელონას”, “მილანის”, პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი. შვედეთის ნაკრებში ჩაატარა 116 მატჩი, გაიტანა 62 გოლი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009). ჰოლანდიის ორგზის ჩემპიონი (2002, 2004) და თასის მფლობელი (2002). იტალიის სამგზის ჩემპიონი (2007, 2008, 2009) და სუპერთასის ორგზის მფლობელი (2006, 2008). 2010 წელს მოიგო ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები. საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი, ორგზის თასის მფლობელი. 2008 წელს დაასახელეს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად. 2008-09 წლების იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი (2009).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.128645
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X