სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:46 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

2 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1955. დაიბადა რევაზ ჩელებაძე. თბილისის “დინამოს” (1976-82, 1985-86), ლანჩხუთის “გურიას” (1982), ბათუმის “დინამოს” (1983-85) ფორვარდი. საკავშირო პირველობების უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 158 მატჩი, გაიტანა 52 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვერცხლის მედლისა (1977) და ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატები). საკავშირო თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979). საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებული აქვს 7 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საკავშირო პირველობების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 158 მატჩი, გაიტანა 52 გოლი. პირველ ლიგაში ჩაატარა 58 შეხვედრა, გაიტანა 38 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1906. ტომ ბარნსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯიმ ბარნსი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1909. ინგლისის ქალაქ თვიქნემში რაგბიში პირველი მატჩი ჩატარდა.

1937. ჯორჯ ჰანტი “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” “არსენალში” გადავიდა და მეორე დღეს 68 351 მაყურებლის თანდასწრებით “ჰაიბერიზე” სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. იმ დღეს “არსენალმა” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა.

1954. ჰოკეის ეროვნული ლიგის “ყველა ვარსკვლავის” მერვე მატჩი. “დეტროიტ რედ უინგზმა” და “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა 2:2 ითამაშეს. შეხვედრა დეტროიტში ჩატარდა.

1955. ჰოკეის ეროვნული ლიგის მეცხრე მატჩი. “დეტროიტ რედ უინგზმა” “ყველა ვარსკვლავის” ნაკრები 3:1 დაამარცხა. შეხვედრა დეტროიტში ჩატარდა.

1960. “ჩარლტონ ატლეტიკის” ფეხბურთელი ჯონი სამერსი პირველი მოთამაშე შეიქნა, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის მატჩებში მეორედ შეძლო ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა. მეორედ ეს სამერსმა “პორტსმუტთან” მოახერხა, ასპარეზობა კი 7:4 დასრულდა.

1980. ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მუჰამედ ალი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1988. იტალიელმა სტაიერმა გელინდო ბორდონმა რიგით 21-ე ოლიმპიური მარათონი მოიგო (2:10.32).

1988. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში თანამედროვეობის ოცდამეოთხე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა მიიღო 159 ქვეყნის 8 473 სპორტსმენმა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა (55 ოქრო, 31 ვერცხლი, 46 ბრინჯაო). მეორეზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენები აღმოჩნდნენ (37, 35, 30), მესამე საფეხური კი აშშ-ის ათლეტებმა დაიკავეს (36, 31, 27). ქართველთაგან ჩემპიონები ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გელა კეტაშვილი (ფეხბურთი),ვლადიმერ აფციაური (ფარიკაობა) და ვლადიმერ გოგოლაძე (სპორტული ტანვარჯიში) გახდნენ.

1991. გერმანელი ჩოგბურთელი ქალი შტეფი გრაფი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც პროფესიულ კორტზე მეხუთასე მატჩი მოიგო.

1992. ლეგენდარულმა იტალიელმა საფეხბურთო მცველმა ფრანკო ბარეზიმ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.

2005. 17 წლამდელ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მექსიკამ ბრაზილიას 3:0 მოუგო.

2007. უეფას ყოველწლიურმა ოფიციალურმა გამოცემა CHAMPIONS-მა 2006-2007 წლების სეზონის 100 საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოაქვეყნა. ჩამონათვალში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლევანტეს” ყოფილი თავდამსხმელი, შოთა არველაძეც მოხვდა.

2008. ესპანეთის სასამართლომ გერმანიის ოფიციალურ პირებს 2007-08 წლების უეფას თასის ნახევარფინალში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარფინალური პაექრობების პატიოსნად ჩატარებაში დასარწმუნებლად გამოძიების დაწყება ურჩია. ეჭვი გაჩნდა, რომ რუსულმა კლუბმა ფინალში გასვლის საფასურად გარკვეულ პირებს ქრთამი შეაძლია. ორივე კლუბმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და გერმანიაში საგამოძიებო სამუშაო არ დაწყებულა.

2009. კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე 2016 წლის თამაშების მასპინძლად რიო დე ჟანეირო აირჩიეს. ბრაზილიის უდიდესმა ქალაქმა მესამე რაუნდში მადრიდს აჯობა (66 ხმა 32-ის წინააღმდეგ), ადრეულ სტადიებზე კი ოლიმპიადის მასპინძლობის იმედი ჩიკაგომ და ტოკიომ დაკარგეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1891. ჰარი პორტერი. მან საკალათბურთო ფარი გამოიგონა და დაამონტაჟა.

1904. ჟორჟ მიზი. შვეიცარიელი ტანმოვარჯიშე. 1928 და 1936 წლების ოლიმპიადებზე სხვადასხვა იარაღებზე მოპოვებული აქვს ოქროს ოთხი მედალი.

1910. ალდო ოლივიერი. იტალიელი ფეხბურთელი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 25 მატჩი.

1935. ომარ ენრიკე სივორი. არგენტინელი ფეხბურთელი. გამოდიოდა ”რივერ პლეიტში”, ტურინის ”იუვენტუსსა” და ”ნაპოლიში”. არგენტინის ხუთგზისა და იტალიის სამგზის ჩემპიონი. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (1961). იტალიის საუკეთესო მოთამაშე (1960). თამაშობდა არგენტინისა და იტალიის ნაკრებებში.

1943. პოლ ვან ჰიმსტი. ბელგიის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. ბრიუსელის “ანდერლეხტის” რიგებში რვაჯერ გახდა ბელგის ჩემპიონი. ბელგიის ნაკრებში ჩაატარა 80 მატჩი, გაიტანა 30 გოლი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

1944. ალჟან ჟარმუჰამედოვი. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას ფორვარდი (209 სმ). 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1948. ტრევორ ბრუკინგი. ინგლისის “ნაკრებისა” და ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ფლეიმეიქერი. “ვესტ ჰემის” რიგებში ორჯერ აქვს მოგებული ინგლისის ასოციაციის თასი (1975, 1980). გუნდის რიგებში ჩაატარა 636 მატჩი, გაიტანა 102 გოლი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982).

1955. რევაზ ჩელებაძე. თბილისის “დინამოს” (1976-82, 1985-86), ლანჩხუთის “გურიას” (1982), ბათუმის “დინამოს” (1983-85) ფორვარდი. საკავშირო პირველობების უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 158 მატჩი, გაიტანა 52 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვერცხლის მედლისა (1977) და ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატები). საკავშირო თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979). საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებული აქვს 7 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საკავშირო პირველობების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 158 მატჩი, გაიტანა 52 გოლი. პირველ ლიგაში ჩაატარა 58 შეხვედრა, გაიტანა 38 გოლი.

1959. ლუის ფერნანდესი. საფრანგეთის ნაკრების, პსჟ-ს, “რასინგისა” და “კანის" ფეხბურთელი. ევროპის ჩემპიონი (1984). მსოფლიოს პირველობის პრიზიორი (1986). საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 60 მატჩი, გაიტანა 6 გოლი.

1961. პაბლო არაია. არგენტინელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი.

1964. შეილა ეჩოსი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1967. თომას მუსტერი. ავსტრიელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ოთხ ათეულზე მეტი მნიშვნელოვანი ტურნირი. 1995 წელს იყო პლანეტის ნომერი პირველი ჩოგანი.

1968. იანა ნოვოტნა. ჩეხი ჩოგბურთელი ქალი. 1998 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირი. 1997 წელს მსოფლიოს ჩოგბურთელთა კლასიფიკაციაში ეკავა მეორე ადგილი. წყვილთა თანრიგში მოგებული აქვს უიმბლდონი, საფრანგეთისა და ავსტრალიის ღია პირველობები.

1968. მარკ ჯეიმს ქრიარი. ამერიკელი მძლეოსანი. 110 მეტრზე თარბრჯენში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1978. კახაბერ მჟავანაძე. საქართველოს ნაკრების, ქობულეთის “შუქურას”, ბათუმის “დინამოს”, მოსკოვის “სპარტაკის”, მახაჭყალის “ანჟის”, ოდესის “ჩერნომორეცის”, კიშინიოვის “დაჩიას”, ბაქოს “ინტერის” მცველი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1973. პაავო ნურმი. ლეგენდარული ფინელი სტაიერი. გარდაიცვალა 76 წლის ასაკში. მას ოლიმპიურ თამაშებზე (1920, 1924) მოპოვებული აქვს ოქროს ექვსი მედალი. ნურმის სხვადასხვა დისტანციებზე რბენისას დამყარებული აქვს მსოფლიოს მრავალი რეკორდი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11231
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X