ფეხბურთი

17:53 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

31 წლის წინათ, გელა კეტაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

ზუსტად 31 წლის წინათ, საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა, სეულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები მოიგო.

ანატოლი ბიშოვეცის გაწვრთნილმა გუნდმა, ფინალში ბრაზილიელები დაამარცხა (2:1). ბრაზილელთა შემადგენლობაში მაშინ კლაუდიო ტაფარელი, ჟორჟინიო, ბებეტო და რომარიო თამაშობდნენ, ესენი ექვსი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

საბჭოელთა მარჯვენა მცველი თბილისის „დინამოს“ უკანახაზელი გელა კეტაშვილი გახლდათ, რომელმაც მთელი ტურნირი ჩინებულად ჩაატარა.

54 წლის კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთელია. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ტრიუმფიდან ორი წლის შემდეგ, უნიჭიერესი კეტაშვილი კარიერას დაასრულებდა.

0.120984