ფეხბურთი

12:24 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა შესაძლოა ელ კლასიკო გამოტოვოს

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რამოსმა "ატლეტიკოსთან" მატჩში მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ახლა ლა ლიგის სპეციალურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს და თუ მცველს დანაშაული დაუდგინდა, მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. მომდევნო 4- შეხვედრაში "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში "გრანადასთან", "მალიოკასთან", "ბარსელონასთან" და "ლეგანესთან" გამართავს.

"რეალი" 15 ქულით ლა ლიგას ლიდერობს, "ბარსელონა" 13 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

სტატისტიკა
0.225167