სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:12 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ოთხეულში დაბრუნდა, მაგრამ...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პრიმერას მე-7 ტურში, „ბარსელონამ“ პირველად გაიმარჯვა სტუმრად მიმდინარე სეზონში და ასევე პირველად არ გაუშვა გოლი. „ბარსამ“ მოიგო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის საკუთარ თავს ჰგავდა. მესის გარეშე, „ბარსელონა“ სხვა გუნდია.

კატალონიელებს ერთობ კერკეტი მოწინააღმდეგე ჰყავდათ, რომელსაც აგვისტოს შუიდან აღარ წაეგო. გასულ სზონში კი ცოტა დააკლდა ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად.

„ხეტაფემ“ თავიდანვე მკაცრი პრესინგი შესთავაზა მეტოქეს. სტუმრები თავიდან შეიბოჭნენ, მაგრამ ნელ-ნელა გათამამდნენ. 21-ე წუთზე კატალონიელთა გერმანელმა მეკარემ, ანდრე ტერ შტეგენმა ნაღდი გოლისგან იხსნა თავისიანები, როცა ხაიმე მატას გაუმკლავდა.

ტაიმის ბოლოს კი საგოლე პასის ავტორიც გახდა: საჯარიმოს გარეთ გაიჭრა, ბურთი მკერდით გააჩერა და გრძელი გადაცემით ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ურუგვაელს გატანა არ გასჭირვებია. მალე სუარესს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, „ბარსელონამ“ უპირატესობა გაიმყარა. ჯუნიორ ფირპომ მეორე გაიტანა. ბოლო 8 წუთი კი სტუმრებმა კაცნაკლულებმა ითამაშეს. მსაჯმა კლემან ლანგლეს ორჯერ უჩვენა ყვითელი ბართი.

„ბარსელონამ“ 7 ტურის შემდეგ 14 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა. თუმცა, კვირას ის შეიძლება „სოსიედადმა“ ისევ ჩამოაქვეითოს, თუ სტუმრად „სევილიასთან“ არ წააგებს.

ტურის გვიან მატჩში, რომელიც ევროპული უქმეების მთავარ დაპირისპირებად მიიჩნეოდა, გოლი არ გასულა. „ატლეტიკომ“ და „რეალმა“ ცოტა კი ანერვიულეს ერთმანეთი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი სამართლანი ყაიმით დამთავრდა.

სიუჟეტი კი ასეთი იყო. მასპიძელი „ატლეტიკო“ მსაჯის სასტვენისთანავე ეკვეთა მოწინააღმდეგეს. ჭაბუკმა ფელიშმა კინაღამ გაიტანა. ცოტა ხანში „რეალმა“ ბურთი „მოიგდო“ და აქეთ-იქთ გორება დაიწყო. ეგ არის, ფელიშმა კიდევ ერთი კარგი შანსი გაანიავა.

მეორე ტაიმში ბენზემას შეეძლო გატანა, მაგრამ ობლაკმა გადაარჩინა თავისიანები.

მოკლედ - 0:0, რომელმაც „რეალი“ ისევ პირველ ადგილზე დატოვა.

ესპანეთი

პრიმერა. 7 ტური. 28 სექტემბერი

ხეტაფე - ბარსელონა 0:2

ხეტაფე. „კოლისეო ალფონსო პერესი.“ 15 135

0:1 ლუის სუარესი (41), 0:2 ფირპო (49)

ხეტაფე: სორია, ნიომი (კენედი 46), გონსალესი, ჯენე, დამიან სუარესი, კუკურელია, არამბარი, მაკსიმოვიჩი, ხასონი (პორტილიო 72), ხაიმე მატა (მოლინა 58), ანხელი

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ფირპო, ლანგლე, პიკე, რობერტო, არტური, ბუსკეტსი (რაკიტიჩი 80), დე იონგი, გრიზმანი (სემედუ 75), პერესი (ტოდიბო 86), ლუის სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ხილ მანსანო

გაფრთხილება: გონსალესი (35), კენედი (63), მაკსიმოვიჩი (64), პორტილიო (72); ბუსკეტსი (44), ლანგლე (47), რობერტო (77)

გაძევება: ლანგლე (82)

ატლეტიკო - რეალი 0:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 68 032

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი (ლემარი 61), საული, ტომასი, კოკე, ვიტოლო (კორეა 46), ფელიში (ლიორიენტე 70), კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, ნაჩო, კაზემირო, ვალვერდე (მოდრიჩი 68), კროოსი, ბეილი, აზარი (ხამესი 77), ბენზემა (იოვიჩი 88)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

გაფრთხილება: ტომასი (90+3); ნაჩო (22), ვარანი (69)

ბილბაო - ვალენსია 0:1

0:1 ჩერიშევი (27)

გრანადა - ლეგანესი 1:0

1:0 პუერტასი (28)

27 სექტემბერი

ვილიარეალი - ბეტისი 5:1

1:0 ეკამბი (39), 1:1 ემერსონი (48), 2:1 კასორლა (68 პენ), 3:1 ეკამბი (76), 4:1 ხერარდი (92) 5:1 ჩუკვეზე (90+5)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109132
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X