ფეხბურთი

16:24 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" შესაძლოა კარაბაოს თასიდან მოკვეთონ

„ლივერპული“ შესაძლოა კარაბაოს თასიდან (ინგლისის ლიგის თასი) მოკვეთონ. საქმე ისაა, რომ იურგენ კლოპმა „დონსთან“ შეხვედრაში შემადგენლობა გადაახალისა და ახალგაზრდებს მისცა შანსი, მათ შორის, პედრო ჩირიველას.

მისი დებიუტი სწორედ ხსენებულ მატჩში შედგა, მაგრამ როგორც ბრიტანული მედია იტყობინება. „ექსტრამადურას“ ექსფეხბურთელს ამ ეტაპზე „წითლების“ მაისურით მოედანზე გასვლის უფლება არ ჰქონდა.

„კლუბმა იცის, რომ არსებობს პოტენციური ადმინისტრაციული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ერთ-ერთ ფეხბურთელთან. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის ორგანოებთან ფაქტების დასადგენად. ამ პროცესის დასრულებამდე კი კომენტარს არ გავაკეთებთ“, - ნათქვამია „ლივერპულის“ ოფიციალურად განცხადებაში.

„ლივერპულზე“ ფულადი სანქცია ან უკიდურეს შემთხვევაში ტურნირიდან მოხსნა ემუქრება.

თეგებილივერპული
სტატისტიკა
0.347101