ფეხბურთი

12:59 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ირლანდია | ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო!

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩისთვის, საქართველო - ირლანდია, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 28 სექტემბერს დაიწყო.



გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, tkt.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. საქართველო - ირალნდიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, რამდენიმე დღეში დაიწყება და კონკრეტულ თარიღს გულშემატკივარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის საშუალებით შეიტყობს.

ბილეთის შესაძენად გადადით - ბმულზე

საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი - გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.

GFF.GE

0.163187