სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:12 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასკური სასწაული
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბილბაოს „ატლეტიკი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია. იგივე ქულების რაოდენობა აქვს, როგორც მადრიდის „რეალს“, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსით პირველ პოზიციაზეა. 5 ტურში ბასკებმა 11 ქულა დააგროვეს და მსგავსი სტარტი 1993 წლის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც გუნდში იუპ ჰაინკესი მუშაობდა.

ეს ნამდვილად მცირე სასწაულია თუ გავითვალისწინებთ, რომ 10 თვის წინ, როდესაც გაისკა გარიტანომ „ბილბაო“ ჩაიბარა, გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა. 14 ტურის შემდეგ 11 ქულა ჰქონდა და ბოლოდან მესამე ადგილს იკავებდა. ახლა კი, გუნდი ლიდერი (ახალ სეზონში, მაგრამ მაინც) და ასეთი შესაშური პროგრესი ისე განიცადა, რომ ერთი ფეხბურთელიც არ დაუმატებია.

ამ ყველაფრის თავი და თავის სახელი კი გაისკა გარიტანოა. როდესაც მან არგენტინელი ედუარდო ბერიცო შეცვალა 2018 წლის დეკემბერში, 29 ტური ჩატარდა. ამ პერიოდში „ბილბაომ“ 53 ქულა დააგროვა, რაც „ვალენსიაზე“ 4 ქულით, ხოლო „რეალზე“ 3 ქულით უკეთესი მონაგარია. ხსენებულ 29 ტურიან კლასიფიკაციაში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „ბარსელონას“ (66 ქულა) და „ატლეტიკოს“ (61 ქულა) ჩამორჩება. „სან მამესი“ კი ნამდვილი აუღებელი ციხე-სიმაგრეა17 თამაში წაგების გარეშე, რაც 1990 წლიდან მოყოლებული არ მომხდარა.

უსაფრთხო დაცვა - გარიტანომ „ბილბაოს“ დაცვით ფაზაში საოცარი სიძლიერე შესძინა და გუნდის თამაში გარდაქმნა. ხსენებულ 29 ტურში ბასკებმა მხოლოდ 23 გოლი გაუშვეს, რითაც „ატლეტიკოსთან“ ერთად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, „ხეტაფესგან“. დაცვის ცენტრალური წყვილი იერაი-ინიგო მარტინესის შემადგენლობით ჩინებულად ირჯება, ისევე როგორც უნაი ნუნიესი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. ფლანგების სიძლიერეს კი იური ბერჩიჩე და კაპა უზრუნველყოფენ.

მაქსიმალური შედეგი - „ბილბაომ“ 11 ქულის მოპოვება 6 გოლით მოახერხა. სამი მებრძოლი რაულ გარსიას აქტივშია, ერთი მუნიანის თავური, ერთიც ინიაკი უილიამსმა გაიტანა, ხოლო სეზონი ვეტერანი არიც ადურისის საოცარი გოლით დაიწყო. სხვათა შორის, ინიაკი უილიამსი უკვე ზედიზედ 124 თამაშია მოედანზეა (ლა ლიგაში), რაც 21-ე საუკუნის რეკორდია. ჯერ ძალიან ადრეა სადამდე მივა ეს „ატლეტიკი“, მაგრამ „სან მამესზე“ სიმშვიდემ დაისადგურა, ახლა საქმეს ენთუზიაზმით ეკიდებიან.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113012
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X