ფეხბურთი

17:19 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი | რუმინეთი 6:3 საქართველო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათანის გუნდი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 3:6 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები თალესმა, რონინიომ და ფუმასამ გაიტანეს.

რუმინეთი 6:3 საქართველო

ივანო-ფრანკოვსკი

საქართველო: კუპატაძე, თოფურია, ჯვარაშვილი, კურტანიძე, თოდუა

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, ბუკია, კეკელია, თევზაძე, მაისაია, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, რონინიო, ფუმასა, თალესი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გაფრთხილება: 26' ჯვარაშვილი, 29' ფუმასა, 30' კუპატაძე, 40' კურტანიძე

გაძევება: 29' სებისკვერაძე

გოლები: თალესი (2), რონინიო (22), ფუმასა (24)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეორე შეხვედრას 24 სექტემბერს მასპინძელი უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

უკრაინაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ჩვენი გუნდისთვის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 24-27 ოქტომბერს პოლონეთში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.

GFF.GE

0.115107