ფეხბურთი

13:46 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „მძიმე პერიოდი გვიდგას“

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა მისი გუნდი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მათ იციან როგორ გამოასწორონ ვითარება.

„მძიმე პერიოდი გვიდგას. მომენტებს ვერ ვქმნით და დაცვაშიც მოვისუსტებთ. მეტოქეებს ბევრის გაკეთების უფლებას ვაძლევთ. გასაგებია, რომ სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ რეაგირება ახლავეა საჭირო.

მთავარია, რომ ვიცით როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა. ეჭცი არ მეპარება, ცოტა ხანში ჩვეულ პოზიციებზე დავბრუნდებით.

რაც შეეხება ჩემს მინდორზე დაბრუნებას, ძალიან მიჭირს. დაღლილობას ვგრძნობ, ნაპერწკალიც მაკლია.

ფატი? პირველივე დღეს გამაკვირვა. დებიუტიც შესანიშნავი ჰქონდა.“ - ციტირებს მესის სიტყვებს Eurosport.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში, 5 ტურის შემდეგ, კატალონიური კლუბი მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112567