თამაშგარე

11:51 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუზანა ვერნერი არ ცხრება

ერთობ საინტერესო ქალია ბრაზილიელი ყოფილი მოდელი სუზანა ვერნერი. ფეხბურთის ძველ ქომაგებს შესაძლებელია გახსოვთ, რომ ეს ქალი გვარიანი ხნის წინ ბრაზილიელი სუპერფორვარდის ლუის ნაზარიო რონალდოს გულისსწორი იყო და საყოველთაოდ ცნობილიც რონალდოსთან ტრფიალებით გახდა.

ამის შემდეგ, სუზანამ სხვა ბრაზილიელი ფეხბურთელის, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერის, ჟულიო სეზარის სარეცელში გადაინაცვლა და მრავალწლიანი ტრფიალების შემდეგ მისი ოფიციალური ცოლიც გახდა. ამ თანაცხოვრების შემდეგ სუზანას ჟულიოსგან სამი შვილი ეყოლა.

დღეს სუზანა ვერნერი წესით ყავლგასული ერთ დროს მგრგვინავი ლამაზმანი უნდა იყოს, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ ვერნერი თავისი საინტერესო ცხოვრების შესახებ წიგნს წერს და იქ ამბები იქნება - ბრაზილიურ ბულვარულ მედიას სალაპარაკო ალბათ კარგა ხანი არ მოაკლდება. ასეთ ქალს უქმად რა გააჩერებს?!...

0.125406