სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

16:41 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ოქროს მედალი - ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია! (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია! ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი ბექა ლომთაძემ მოუტანა, რომელმაც 61 კგ წონით კატეგორიაში დიდებულად იასპარეზა.

ბექა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს შეხვდა და შესანიშნავ სტილში 6:1 დაჯაბნა. პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა იყო და რუსმა უპირატესობა გაფრთხილების ხარჯზე მოიპოვა. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, მეტოქეს 6 ქულა წაართვა და ოქროს მედალს დაეუფლა. ამრიგად, ლომთაძეს, რომელიც აქამდე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალს ფლობდა, ახლა უკვე ოქროს მედალიც აქვს აქტივში.

აქვე გეტყვით, რომ ლომთაძემ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა მოლდოველ მიჰაი ესანუს აშკარა უპირატესობით, 10:0 მოუგო. მეოთხედფინალში ჩვენებურმა ამერიკელ ტაილერ ლი გრაფს 3:1 აჯობა, ხოლო ნახევარფინალურ სტადიაზე ინდოელი რაჰულ ბალაშაჰებ ავარე დაამარცხა (10:6).

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული დღე იყო 21 სექტემბერი, რადგან 125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გარდა ამისა, გუშინვე, ირაკლი მწითური (92 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შესაბამისად, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დელეგაციის მონაგარი 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია, რითაც ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების შედეგი განმეორდა, რომლებმაც ასპარეზობა სწორედ 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

საქართველოს კი, დღეს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს, 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ამერიკელ კაილ ფრედერიკ სნაიდერს დაეჭიდება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113844
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X