ფეხბურთი

10:20 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ქალბატონი გამოეხმაურა, რომელიც ბავშვობაში ბურგერებს აჭმევდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს სქალბატონი გამოეხმაურა, რომელიც ბავშვობაში მაკდონალდსში ბურგერებს უფასოდ აჭმევდა. ეს ადამიანი პაულა ლეკა აღმოჩნდა, რომელმაც კრიშტიანუს რამდენიმე დღის წინანდელი ინტერვიუს შემდეგ პასუხობს:

„ისინი სალარო აპარატთან გველოდებოდნენ, თითქოს არაფერი უნდოდათ. როდესაც ბევრი ბურგერი იყო, ჩვენი მენეჯერი მათ აძლევდა. 11-12 წლის ბავშვები იყვნენ, მათ შორის რონალდუ ყველაზე მორცხვი იყო. ეს ისტორია ჩემმა მეუღლემ იცოდა, მაგრამ ჩემს შვილს ყოველთვის ტყუილი ეგონა. ფიქრობდა, შეუძლებელია, რომ დედამისი კრიშტიანუ რონალდუს ბურგერებს აძლევდა“, - თქვა ლეკამ.

მოგეხსენებათ, რონალდუმ ბავშვობის წლები გაიხსენა და თქვა, რომ არსებობდა ასეთი ქალბატონი სახელად ედნა, რომელიც ორ სხვა ქალბატონთან ერთად ბურგერებს აჭმევდა.

„იყო ქალბატონი, რომელსაც ედნა ერქვა. მასთან ერთად კიდევ ორი ქალბატონი ბურგერებს გავჭმევდა. იმედია, ამ ინტერვიუს დახმარებით მათ ვიპოვი, რადგან აქამდე ეს ვერ შევძელი. მინდა ვახშამზე დავპატიჟო ტურინში ან ლისაბონში და გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. ისინი არასდროს დამავიწყდება“, - განაცხადა რონალდუმ.

რონალდუს პირველი პაულა გამოეხმაურა, რომელიც აგრძელებს: „ახლა ადამიანებმა იციან, რომ არაფერს ვიგონებ. თუ ვახშამზე მოწვევა მომივა, ნამდვილად წავალ. პირველ რიგში მადლობის სათქმელად და შემდეგ იმისთვის, რომ ეს პერიოდი გავიხსენოთ“.

სტატისტიკა
0.41487