რაგბი

17:03 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიამ რუსეთი დაამარცხა

დღეს რაგბიში რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში დაიწყო.

მასპინძელმა იაპონიამ რუსეთის ნაკრები 30:10 დაამარცხა. აზიელებს გამარჯვების მიუხედავად არც თუ კარგი შეხვედრა გამოუვიდათ.

შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო, მე-4 წუთზე გოლოსნიცკიმ ლელო გაიტანა, გარდასახვა კუშნარევმა გაიტანა და რუსები 7:0 დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე მაცუშიმამ მეტოქე დაალელოვა, იაპონელებმა გარდასახვა ვერ გამოყენეს. თითქმის მთელი პირველი ტაიმი რუსები 7:5-ს იგებდნენ.

მატჩში გარდამტეხი 38-ე წუთი გამოდგა, მაცუშიმამ მეორე ლელო გაიტანა და გუნდი წინ გიაყვანა.

მეორე ტაიმში იაპონიამ კიდევ ორი უპასუხო ლელო დადო და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ხვალ მსოფლიო თასზე სამი შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 08:45 საათზე ავსტრალია ფიჯს დაუპირისპირდება, 11:15 საათზე საფრანგეთი - არგენტინას, 13:45 საათზე სუპერთამაში ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა.

0.113325