რაგბი

13:15 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბართლომე (ბათუ) კალაძის სამძიმარი

ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ‘იუნკერების’ ახალგაზრდა მორაგბე ბართლომე (ბათუ) კალაძე.

ბათუ 2000 წლის 6 მარტს დაიბადა რაგბს 12 წლის ასაკში, ‘ჯიქში’ ეზიარა, სადაც მისი მწვრთნელი მალხაზ ჯინჭარაძე იყო. ‘იუნკერებს’ ის მომდევნო წლიდან შეუერთდა და უფროს საფესტივალო ასაკში გიორგი ზაბახიძისა და დათო ცხადაიას ხელმძღვანელობით თამაშობდა. გუნდთან ერთად ის გახდა ჭაბუკთა „ბ“ და „ა“ ლიგის საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

მისი განსაკუთრებული უნარები ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ასაკობრივი გუნდების ნაკრების მწვრთნელებს და 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, მოგვიანებით კი 18-წლამდელტა 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში, ასევე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ‘იუნკერების’ წარმატებაში საქართველოს 7-კაცას პირველობაში, სადაც თელავისა და ფოთის ეტაპები მოიგო. სექტემბერში ბათუ კალაძე 20-წლამდელთა ნაკრების სასელექციო შეკრებაზე მიიწვიეს და დიდი ალბათობით, გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაემგზავრებოდა...

დიდ 10-ში მისი დებიუტი 20 სექტემბერს, ‘იუნკერებისა’ და ქუთაისის ‘აიას’ შეხვედრაში იგეგმებოდა, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ მისი კარიერა და ოცნებები შეიწირა.

მის მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და მოთამაშეებთან შეთანხმებით, ‘იუნკერები’ პარასკევს მოედანზე გავა და ‘აიას’ წინააღმდეგ ბართლომე (ბათუ) კალაძესთვის ითამაშებს!

ბართლომე კალაძეს შაბათს, 21 სექტემბერს დაკრძალავენ. რაგბის კავშირი თანაუგრძნობს ახალგაზრდა მორაგბის ოჯახს და რაგბის კლუბ ‘იუნკერებს’.

პანაშვიდი - 20 სექტემბერი, მე-3 პლატო, მე-2 კვარტალი, მე-5 კორპუსი

გამოსვენება - 21 სექტემბერი, 13 საათი, გიორგი ძოწენიძის ქუჩა, ღვთისმშობლის ხარების ეკლესია

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112642