თამაშგარე

11:46 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკული პორნო-სტუდია კალათბურთით დაინტერესდა

სანამ ქართული სპორტული კლუბები იმაზე ოცნებობენ, მათი სპონსორობა თბილისურმა საშაურმეებმა მაინც გასწიონ, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორნოსტუდია სახელად bangboss თავდაუზოგავად იბრძვის იმისათვის, რომ ცნობილი საკალათბურთო კლუბის, “მაიამი ჰიტის“ დარბაზის სახელწოდების შეცვლის უფლება მოიპოვოს.

მაიამური კლუბის დარბაზს ამჟამად ამერიკული ავიაკომპანია “ამერიკან აირლაინის“ სახელი ქვია და ეს კონტრაქტი წელს დეკემბერში იწურება. ცხადია “ჰიტის“ ბოსები ცდილობენ ახალი სარფიანი კონტრაქტი გაჩარხონ და ასე გადაარქვან სახელი დარბაზს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ასპარეზე პორნო-სტუდიაც.

პორნო-ინდუსტრიის გიგანტები მთელს 10 მილიონ დოლარს იხდიან იმაში, რომ მაიამის მთავარ საკალათბურთო არენას მათი სტუდიის დასახელების შემოკლებული ვერსია - BBC ARENA ეწოდოს და ამ გზით მთელს მსოფლიოს გააგებინონ, რომ თუკი სადმე უნიფხვობაა ერთ-ერთი პირველნი ისინი არიან. ამ საქმიდან რა გამოიჩარხება, სულ მალე გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111872