კალათბურთი

11:18 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარის და ლილარდს ოლიმპიადაზე თამაში სურთ

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი ორმა სუპერვარსკვლავმა სტეფ კარიმ და დამიენ ლილარდმა გამოთქვეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

„ოლიმპიადაზე თამაში მსურს. აქამდე ოლიმპიადზე არ მიასპარეზია და მინდა ეს გამოცდილება მივიღო“ - განაცხადა კარიმ.

„მინდა ოლიმპიადაზე ნაკრებთან ერთად ვიყო, იმედია ასე იქნება“- განაცხადა ლილარდმა.

ლილარდი მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებულ განაცხადში იყო, თუმცა თვითონ მოთამაშემ მუნდიალზე წასვლა არ ისურვა. ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯერი კოლანგელომ განაცხადა, რომ ის მოთამაშეები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იუარეს, ნაკრებში აღარ დაიშვებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110208