ფეხბურთი

0:20 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ჰოლანდს აკვირდებიან

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "ზალცბურგის" თავდამსხმელის ერლინგ ბრეუტ ჰოლანდის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი"და "ბარსელონა" იჩენენ. როგორც Salzburger Nachrichter-ი იუწყება, ინგლისური და ესპანური კლუბების სკაუტები 19 წლის ფეხბურთელის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას აკვირდებოდნენ.

"ზალცბურგმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "გენკი" 6:2 დაამარცხა, ხოლო ჰოლანდმა ჰეთთრიკი შეასრულა. ახალგაზრდა ფეხბურთელს "მანჩესტერის" თავკაცი ულე გუნარ სულშერი "მიოლდეში" მუშაობიდან იცნობს და მისი შესაძლებლობები იცის.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ცხრა შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ერლინგი ფეხბურთის მოყვარულებმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან იცნობენ, სადაც მიმდინარე წლის ზაფხულში ჰონდურასთან მოგებულ (12:0) შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში შევიდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება "ზალცბურგში" (2019 წლის იანვარი) გადასვლის შემდეგ 5-დან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სტატისტიკა
0.262665