ფეხბურთი

14:44 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მესი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ უფრო მეტ ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ლიონელ მესიზე მეტი ოქროს ბურთის მოგება დაიმსახურა და დარწმუნებულია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ასეც იქნება.

გარდა ამისა, პორტუგალიელმა წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი მთავარი ძალა მენტალობაა. ჯანლუიჯი ბუფონის კარში გატანილ დაუვიწყარ მაკრატელას კი ჯორჯინასთან სექსი ურჩევნია.

წარმატების ფორმულა

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხალხი ჩემს შრომას აფასებს. როდესაც მესმის, რომ საუკეთესო ვარ, გამოდის ჩემს ნიჭს აფასებენ. მეც ვფიქრობ, რომ კარგი ვარ და ჩემი მთავარი ნიჭი მენტალური სიძლიერეა. 15 წელია თითქმის ერთი და იგივე დონეზე ვთამაშობ და ეს ჩემი შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა თუ 100%-ით არ დაიხარჯები, რადგან ვერ მიაღწევ დასახულ მიზანს.

ვარჯიში და რეჟიმი

სახლში ბავშვებთან თამაშის შემდეგაც კი, სპორტულ დარბაზში მივდივარ, რომ მინიმუმ 30-40 წუთი ვივარჯიშო, ეს აუცილებელია. 34 წლის ვარ, მაგრამ სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს, როგორც 28 წლის ასაკში.

ოქროს ბურთი და მესი

მესი ფანტასტიკური ბიჭია, საოცარი ფეხბურთელია და ფეხბურთის ისტორიაში დარჩება. თუმცა, ვფიქობ, ვიმსახურებ, რომ ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მქონდეს. მიმაჩნია, რომ მე-6, მე-7, მე-8 ოქროს ბურთის მოგების შანსი უფრო მეტი შანსი მაქვს და უფრო წინ ვარ. ცხადია, მე და ლიონელი მეგობრები არ ვართ, მაგრამ 15 წელია სცენას ვიყოფთ და ცალსახაა, რომ საუკეთესოა მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია.

ისტორიაში საუკეთესო

ვფიქრობ, ისტორიაში საუკეთესო ვარ და მინდა კარიერის დასრულების შემდეგ ასე გამიხსენონ. ამისთვის ყველაფერი გავაკეთე და ყველაფერს ვაკეთებ, ვაგრძელებ შრომას.

სექსი უმჯობესია გოლზე

„იუვენტუსთან“ გატანილი მაკრატელა ჩემთვის საუკეთესოა. წლების განმავლობაში ვცდილობდი ამას, კარიერაში 700 გოლი მაქვს გატანილი, მაგრამ ასეთი პირველად. ტექნიკურად ამის გაკეთება ძალიან რთულია, თანაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „იუვესთან“, ბუფონის კარში... სექსზე უკეთესია? არა, ჩემს ჯორჯინასთან სექსზე უკეთესი არაა.

სტატისტიკა
0.246329