ავტოსპორტი

3:58 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსი“ „მერსედესის“ ძრავებს 2025 წლის სეზონის ბოლომდე გამოიყენებს

„უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ „მერსედესთან“ ძრავების კონტრაქტი, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა.

ორი კომპანია ერთმანეთთან 2014 წლის სეზონიდან თანამშრომლობს. „უილიამსი“ გერმანული კომპანიისგან სრულ ძალურ დანადგარებს ღებულობს, რომელშიც შიდაწვის ძრავის გარდა, ენერგიის აღდგენის სისტემაც შედის. „უილიამსი“ ახალი კონტრაქტის მიხედვითაც, „მერსედესისგან“ ტრანსმისიებს არ მიიღებს და ამ კვანძს თავად შეიმუშავებს.

„უილიამსმა“ ჰიბრიდული ეპოქის დასაწყისში, „მერსედესის“ ძრავების დახმარებით, კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ორჯერ (2014 და 2015 წლებში) მესამე ადგილზე დაასრულა. მაგრამ მას შემდეგ სერიოზული ჩავარდნა აქვს და პელოტონის კუდის მუდმივი ბინადარი გახდა.

მიმდინარე სეზონში გუნდს მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული (რობერტ კუბიცა) და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ჰაასს“ 25 ქულით ჩამორჩება. თუმცა გუნდს გაუმჯობესებაც ეტყობა და საფუძვლიანი იმედი აქვს იმისა, რომ აუტსაიდერობას თავს დააღწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108755