ფეხბურთი

3:45 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მძიმე და "ბარსელონას" უფერული სტარტი (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონმა სტარტი აიღო. ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და ბუნებრივია, გაგრძელება კიდევ უფრო დამაინტრიგებელი ექნება. მოქმედი ჩემპიონი უქულოდ დარჩა, ერთ-ერთი ფავორიტი „ბარსელონა“ მარცხს გადაურჩა. 19 წლის ნორვეგიელმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ხოლო პრაღის „სლავიამ“ პირველი დღის მთავარ სენსაციას დაუდო საფუძველი.

E ჯგუფი

იურგენ კლოპის „ლივერპული“ ნეაპოლს ზუსტად ერთი წლის წინაც ესტუმრა (მეორე ტურში) და ისე წააგო, კარშიც არ დაურტყამს. ახლა „წითლებმა“ უფრო გამართული თამაში აჩვენეს და რამდენჯერმე ალექს მერეტს მაღალი კლასის დემონსტრირება მოუხდა, მაგრამ გაცილებით უარესი შედეგის წინაშე დადგა თუ შარშან 0:1 წააგო, ახლა 0:2 დამარცხდა. თუმცა, ახლაც მატჩის ბოლოს გადაწყდა მატჩის ბედი.

საგოლე მომენტები გუნდებს მანამდეც ჰქონდათ, განსაკუთრებით დრის მერტენსსა და მოჰამედ სალაჰს, მაგრამ შეუდარებლად გაისარჯნენ მეკარეები. კარლო ანჩელოტის გუნდმა კი მეტოქე საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე გატეხა. ხოსე კალეხონმა ყველაფერი გააკეთა, რომ ენდრიუ რობერტსონს საჯარიმოში წაექცია და შოტლანდიელიც წამოეგო ფანდს - ფელიქს ბრიხმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. უმაღლეს საფეხბურთო სასჯელი გოლად დრის მერტენსმა აქცია და ნათელი გახდა, რომ „ლივერპულს“ ინგლისში უქულოდ დაბრუნება მოუწევდა. მსაჯის კომპენსირებულ დროში ვირჯილ ვან დეიკის შეცდომით ფერნანდო ლორენტემ ისარგებლა და სხვაობა უფრო სოლიდური გახადა - 2:0. „ნაპოლიმ“ ჩინებულად დაიწყო და დაამტკიცა, რომ კარგი გუნდია, თანაც ძალიან. სხვათა შორის, 2012 წლის შემდეგ, როდესაც „იუვენტუსმა“ „ჩელსის“ (3:0) აჯობა, იტალიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებული არ ჰყავდა. იურგენ კლოპს კი იტალიელების წინააღმდეგ უკვე საშინელი სტატისტიკა დაუგროვდა. 2008 წლის შემდეგ, როდესაც მის მიერ გაწვრთნილმა „დორტმუნდმა“ „უდინეზე“ 2:0 დაამარცხა, იურგენ იტალიაში ზედიზედ 5 წაგება დაუგროვდა, რაც ბუნებრივია მთლად სახარბიელო შედეგი არაა.

იქამდე სანამ „ლივერპული“ წვალობდა, 19 წლის ერლინ ჰოლანდმა „გენკი“ აიკლო. როგორც იქნა, „ზალცბურგი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია და როგორც ავსტრიელებმა მთელი ამდენი წლის განმავლობაში ნაგროვები ჯავრი მთლიანად ბელგიის ჩემპიონზე იყარა. ჰოლანდს კი წუთი 41 წამი დასჭირდა, რომ დებიუტი გოლით აღენიშნა. ამაზე ა გაჩერდა და პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა. სხვათა შორის, კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე მიზანს უწია. ნორვეგიელმა არაერთ საინტერესო მიღწევასთან შეძლო გატოლება და ამაზე უკვე ცალკე გიამბეთ.

„ზალცბურგმა“ კი ხმაურიანი განაცხადი გააკეთა, რომ მისი ჩამოწერა არ ივარგებს. ცხადია, „გენკი“ საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ 6:2 ნამდვილად სერიოზული დასაწყისია.

„ნაპოლი“ – „ლივერპული“ 2:0 (0:0) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 38 878

„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ფაბიან რუისი, ალანი (ელმასი 75), ინსინიე (ზიელინსკი 66); ლოსანო (ლორენტე 69), მერტენსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი (შაქირი 87), ფაბინიო, მილნერი (ვეინალდუმი 66); სალაჰი, ფირმინო, მანე

გოლები: 1:0 მერტენსი (82, პენ), 2:0 ლორენტე (90)

გაფრთხილება: ლორენტე (90) - რობერტსონი (57), მილნერი (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

„ზალცბურგი“ – „გენკი“ 6:2 (5:1) VIDEO

ზალცბურგი, „რედ ბულ არენა“

მაყურებელი: 29 520

„ზალცბურგი“ (4-4-2): სტანკოვიჩი; კრისტენსენი (ფარკასი 84), სილვა, ვიობერი, ულმერი; მინამინო, ბერნედი, იუნუზოვიჩი, შაბოშლაი (ოკუგავა 62); ჰვანგი, ჰოლანდი (დაკა 72)

მწვრთნელი: იეს მარში

„გენკი“ (4-3-3): ჩუკჩე; მაჰლი, დევასტი, ლუკუმი, უროენი; ბერგი, ჰროსოვსკი, ჰეინენი (ონუაჩუ 85); ნდონგალა (ჰაჯი 72), სამატა, იტო (ბონგონდა 46)

მწვრთნელი: ფელის მაზუ

გოლები: 1:0 ჰოლანდი (2), 2:0 ჰოლანდი (34), 3:0 ჰვანგი (36), 3:1 ლუკუმი (40), 4:1 ჰოლანდი (45), 5:1 შაბოშლაი (45), 5:2 სამატა (52), 6:2 ულმერი

გაფრთხილება: კრისტენსენი (47), ბერნედი (50), შაბოშლაი (62) - ბონგონდა (58), სამატა (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (8) – 8 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

F ჯგუფი

ალბათ ყველაზე საინტერესო ჯგუფში მართლაც საინტერესოდ დაიწყო ყველაფერი და ერთი ტურის თავზე უქულოდ არავინ დარჩენილა. თავდაპირველად მილანში, სენსაცია დაფიქსირდა. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ მილანის „ინტერმა“ პრაღის „სლავიას“ ვერ მოუგო. ეგ კი არა, მადლობა უნდა თქვას, რომ არ წააგო. „ნერაძურიმ“ უღიმღამო, უფანტაზიო ფეხბურთი აჩვენა და ნამდვილად არ დაუმსახურებია მოგება. თავის მხრივ, არც „სლავია“ იმსახურებდა წაგებას და მეტიც, მოგება ამ ორ გუნდს შორის ჩეხეთის ჩემპიონს უფრო ეკუთვნოდა. მეორე ტაიმის შუაწელს ოლაინკომ გახსნა კიდევ ანგარიში და ძალიან ახლოს იყო „სლავია“ მოგებასთან, მაგრამ ბოლოს ფორტუნამ ზურგი აქცია. ნიკოლო ბარელამ მსაჯის კომპენსირებულ დროში გაათანაბრა და ანტონიო კონტეს გუნდს ქულა გადაურჩინა. მაგრამ რაში წაადგება „ინტერს“ ეს ქულა, მომავალი გამოაჩენს. ფაქტია, ასეთ ჯგუფში „სლავიასთან“ დაკარგული ქულები შესაძლოა ნებისმიერს ძვირად დაუჯდეს და ჯერჯერობით ეს ქულები მხოლოდ „ინტერმა“ დაკარგა.

მოგვიანებით კი, გამორჩეული მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა. ვერ ვიტყვით, რომ მოლოდინი გამართლდა და ის თამაში ვნახეთ, რასაც ველოდით. პირდაპირ უნდა ითქვას - „დორტმუნდმა“ მოგება ეკუთვნოდა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა „ბარსას“ პირადად მოუტანა 1 ქულა. გერმანელმა მეკარემ თანამემამულეების წინააღმდეგ დიდებული თამაში ჩაატარა. როგორც ჩანს, მარკ-ანდრეს მანუელ ნოერთან კონკურენცია და ბოლო დღეებში გამძფრებული ურთიერთობა, რაც ორივეს რეპლიკაში გამოხატა, მოტივაცია გაურმოგა. ტერ შტეგენმა არავის არაფერი დაუთმო და არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი. განსაკუთრებულად 57-ე წუთზე, როდესაც მარკო როისს პენალტიც აუღო. ერთხელ სტუმრები იულიან ბრანდტის დარტყმისგან ხარიხამაც გადაარჩინა. საპასუხოდ, „ბარსელონამ“ კარისკენ ორჯერ დაარტყა, კარში ერთხელ, პირველ ტაიმში კი საერთოდ არ დაურტყამს. ასეთი რამ ბოლოს 2018 წლის თებერვალში „ჩელსისთან“ მოხდა. კატალონელებისთვის ამ მატჩში ყველაზე დიდი პოზიტივი ლეო მესის დაბრუნება იყო, რომელმაც მეორე ნახევარში ანსუ ფატი შეცვალა. „დორტმუნდს“ კი არ გაუმართლა, რომ 17 სექტემბერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დღე იყო.

„ინტერი“ – „სლავია“ 1:1 (0:0) VIDEO

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

მაყურებელი: 50 128

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა (ლაზარო 49), გალიარდინი, ბროჟოვიჩი (ბარელა 71), სენსი, ასამოა; ლაუტარო მარტინესი (პოლიტანო 72), ლუკაკუ

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„სლავია“ (4-3-2-1): კოლარი; კუფალი, კუდელა, ჰოვორკა, ბორილი; ტრაორე (ზელენი 60), სუჩეკი, ჰუსბაუერი; მასოპუსტი (ჰელალი 79), სტანჩუ; ოლაინკა (პროვოდი 85)

მწვრთნელი: ინდრიხ ტრპისოვსკი

გოლები: 0:1 ოლაინკა (63), 1:1 ბარელა (90)

გაფრთხილება: ასამოა (54), ლაუტარო მარტინესი (66), პოლიტანო (83) - ჰოვორკა (40), სუჩეკი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 54%-46 კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

„დორტმუნდი“ – „ბარსელონა“ 0:0 (0:0) VIDEO

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 66 099

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო; ვიტსელი, დელანი; სანჩო, როისი, აზარი (ბრანდტი 73); პაკო ალკასერი (ლარსენი 87)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, ლენგლე, ალბა (სერხი რობერტო 40); დე იონგი, ბუსკეტსი (რაკიტიჩი 60), არტური; ანსუ ფატი (მესი 59), სუარესი, გრიზმანი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილება: დელანი (15), აზარი (47) - პიკე (50), სემედუ (55), რაკიტიჩი (70)

გამოუყენებელი პენალტი: როისი (57, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 2 (1) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

G ჯგუფი

ახალი სეზონის პირველი გოლი სწორედ ამ ჯგუფში გავიდა და ეს სარდარ აზმუნმა გააკეთა. „ზენიტის“ შემტევმა პირველი ტაიმის მიწურულს „ლიონს“ გაუტანა და ანგარიში არათუ მატჩში, არამედ სეზონში გახსნა. ფრანგებმა მეორე ნახევრის დასაწყისში მემფის დეპაიმ პენალტით გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

სამაგიეროდ, ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში ქულების გაყოფაზე უარი თქვა ტიმო ვერნერმა, რომელმაც ლისაბონში „ბენფიკა“ ორჯერ დაამწუხრა და იულიან ნაგელსმანის გუნდს სამი ქულა მოუტანა. „ბენფიკასთავის“ კი პირველივე ტურში შინ წაგება არაა მაინცდამაინც კარგი საქმე და პორტუგალიურ გრანდს მომდევნო ტურებში მოუწევს საქმის გამოსწორება.

„ლიონი“ – „ზენიტი“ 1:1 (0:1) VIDEO

ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“

მაყურებელი: 47 201

„ლიონი“ (4-3-3): ლოპეში; დუბუა, მარსელო, დენაიერი, კონე; ადელაიდე (ტერიე 86), ტუსარი, მენდეში; ტრაორე (კორნე 77), დემბელე, დეპაი

მწვრთნელი: სილვინიო

„ზენიტი“ (4-4-2): ლუნევი; კარავაევი (შატოვი 78), ოსორიო, ივანოვიჩი, რაკიცკი; დრიუსი, ბარიოსი, სანტოსი, ჟირკოვი (კუზიაევი 64); ძიუბა, აზმუნი (ოზდოევი 46)

მწვრთნელი: სერგეი სემაკი

გოლები: 0:1 აზმუნი (41), 1:1 დეპაი (50, პენ)

გაფრთხილება: კონე (71) - აზმუნი (38), რაკიცკი (61), კუზიაევი (70), შატოვი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 11 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

„ბენფიკა“ – „ლაიფციგი“ 1:2 (0:0) VIDEO

ლისაბონი, „და ლუჟი“

მაყურებელი: 46 460

„ბენფიკა“ (4-4-1-1): ვლაჩოდიმოსი; ტ. ტავარეში, დიაში, ფერეირა, გრიმალდო; პიცი (სილვა 76), ფეისა, ტაარაბტი, სერვი (სეფეროვიჩი 76); ჟოტა (დ. ტავარეში 67); დე ტომასი

მწვრთნელი: ნელსონ ვერისიმო

„ლაიფციგი“ (4-4-2): გულაში; მუკიელე, კონატე, ორბანი, ჰალსტენბერგი (კლოსტერმანი 83); ზაბიცერი, ლაიმერი (ჰაიდარა 39), დემე, ფორსბერგი(ნკუნკუ 88); პოულსენი, ვერნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 ვერნერი (69), 0:2 ვერნერი (78), 1:2 სეფეროვიჩი (84)

გაფრთხილება: ჟოტა (62) - პოულსენი (57), ჰაიდარა (70)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

H ჯგუფი

ამსტერდამის „აიაქსმა“ ისე ლაღად დაიწყო, როგორც გასულ სეზონში ასპარეზობდა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა საკუთარ არენაზე ფრანგულ „ლილს“ შანსი არ მისცა და ადვილად 3:0 აჯობა. ფაქტია, ჰოლანდიელებს წელსაც მომხიბვლელი გუნდი ჰყავთ და ვინ იცის, კიდევ რამდენ სიურპრიზს შემოგვთავაზებს.

ლონდონში კი, „ჩელსიმ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაინც უქულოდ აიღო სტარტი. ფრენკ ლამპარდი კი „ჩელსის“ ბოლო 12 მწვრთნელს შორის პირველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში წააგო. არადა, წესით არ უნდა წაეგო ლონდონურ გრანდს, მაგრამ ერთის მხრივ განიავებულ მომენტებს და მეორეს მხრივ როს ბარკლის უნდა დააბრალოს. „ვალენსიამ“ კი ყველაზე რეალური შანსი, რომელიც ოპონენტის დაცვის ხაზის ჩავარდნით 73-ე წუთზე მიიღო, გოლად აქცია. როდრიგო ჩინებულად გაიხსნა და ანგარიშიც გახსნა. 87-ე წუთზე აწ უკვე ნახსნებ ბარკლის შეეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა, მაგრამ პენალტი ბადის ნაცვლად ხარიხას დაუმიზნა და „ჩელსი“ დამარცხდა.

„აიაქსი“ – „ლილი“ 3:0 (1:0) VIDEO

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

მაყურებელი: 51 441

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; დესტი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო; ალვარესი, პრომესი, მარტინესი (ეკელენკამპი 88); ზიეჩი (ლანგი 77), ტადიჩი, ნერეში (ჰუნტელაარი 83)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„ლილი“ (4-4-2): მაინანი; ჩელიკი, ფონტე, გაბრიელი, ბრადარიჩი; რენატო სანჩესი (არაუხო 63), ანდრე, სუმარე (ქსეკა 77), ბამბა; აიკონი (იაზიჩი 63), ოსიმენი

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

გოლები: 1:0 პრომესი (18), 2:0 ალვარესი (50), 3:0 ტალაიფიკო (62)

გაფრთხილება: ონანა (39) - რენატო სანჩესი (39)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 12 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)

„ჩელსი“ – „ვალენსია“ 0:1 (0:0) VIDEO

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

მაყურებელი: 39 469

„ჩელსი“ (3-4-2-1): არისაბალაგა; ზუმა (ჟრუ 73), კრისტენსენი, ტომორი; ასპილიკუეტა, კოვაჩიჩი (ბარკლი 80), ჟორჟინიო, ალონსო; ვილიანი, მოუნთი (პედრო 16); აბრაჰამი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, გარაი, პაულისტა, გაია; კოკელნი, პარეხო, კონდოგბია, ჩერიშევი (დიახაბი 90); როდრიგო (ლი 90), გამეირო (გომესი 70)

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

გოლი: 0:1 როდრიგო (74)

გაფრთხილება: ჟორჟინიო (33), ჟირუ (90) - კოკელნი (9)

გამოუყენებელი პენალტი: ბარკლი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 7 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.235884