ფეხბურთი

15:00 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი დარტყმა და გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე (+VIDEO)

ჩინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „გუანჯოუ RF“-მ „ტიანჯინს“ უმასპინძლა და 2:1 აჯობა. გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე ებრაელმა ერენ ზაჰავიმ გაიტანა, მაგრამ გოლსაც ხომ გააჩნია?

32 წლის ფორვარდმა საოცარ სტილში, ე.წ „რაბონა“ დარტყმით ფანტასტიკურად ითამაშა. ვთქვათ ისიც, რომ ამ შეხვედრაში მანვე მოახერხა 42-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება, საერთოდ კი, ჩინურ სუპერლიგაში 22 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი.

სხვათა შორის, ზაჰავი ისრაელის ნაკრებშიც დიდებულად ირჯება და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია 6 თამაშში გატანილი 9 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114177