სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:19 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში უდანაკარგო აღარავინაა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგას მეოთხე ტურის შემდეგ უდანაკარგო გუნდი აღარ შემორჩა. აქამდე, მსგავსი შედეგით თავის მოწონება მხოლოდ „ლაიფციგს“ შეეძლო, მაგრამ იულიან ნაგელსმანის გუნდმა მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხება ვერ მოახერხა.

თუმცა კი, „რედ ბულელები“ დაუმარცხებელ სერიას აგრძელებენ და ქულა მაინც გადაარჩინეს. არადა, ნიკო კოვაჩის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო, რადგან მე-3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიშის გახსნა მოახერხა. მასპინძლებმა პოლონელს ტაიმის ბოლოს ემილ ფორსბერგის პენალტით უპასუხეს და მეორე ტაიმში გუნდების მცდელობის მიუხედავად არაფერი შეცვლილა. შედეგად, ფრე, რისი წყალობითაც „ლაიფციგი“ სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩა. „ბაიერნმა“ კი ამ სეზონში უკვე მეორედ დაკარგა ქულები.

სამაგიეროდ, ჩინებული დღე ჰქონდა დორტმუნდის „ბორუსიას“, რომელმაც ამბიციური „ლევერკუზენი“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ საერთოდაც არ შეიმჩნია და 4:0 გააცამტვერა. ლუსიენ ფავრის გუნდს თამაში თუ წაუვიდა, შეუჩერებელი ხდება, ყოველშემთხვევაში ბუნდესლიგაში ასეა. ახლაც, „ყვითლებმა“ დომინანტური ფეხბურთი აჩვენეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.

„აუგსბურგმა“ კი მიმდინარე სეზონში პირველად იმარჯვა და დაამარცხა რა საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტი“, რომელსაც შორსმიმავალი გეგმები აქვს, მაგრამ სტაბილურობის მხრივ აშკარად მოიკოჭლებს. ზედიზედ მეორედ იმარჯვა ბრემენის „ვერდერმა“, რომელმაც ბერლინში „უნიონი“ დაამარცხა. სხვათა შორის, მასპინძელთა რიგებში ბოლო 15 წუთი ითამაშა აკაკი გოგიამ, თუმცა თავისი გუნდის მარცხისგან დახსნა ვერ შეძლო.

მეორე ბერლინური გუნდიც ხელმოცარული დარჩა. საერთოდ, „ჰერტასთვის“ სეზონი ზღაპარივით დაიწყო და პირველი ტურში მიუნხენში, „ბაიერნთან“ ქულას გამორჩა, მაგრამ მას მერე ლურჯ-თეთრების საქმებიი უკან-უკან მიდის და უკვე მიჯრით მესამედ წააგეს. შედეგად, „ჰერტა“ კინკილა ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა დალექილი.

„კიოლნი“ – „გლადბახი“ 0:1

გოლი: 0:1 პლეა (14)

„უნიონი“ – „ვერდერი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 კლაასენი (5, პენ), 1:1 ანდერსონი (14, პენ), 1:2 ფულკრუგი (19)

„მაინცი“ – „ჰერტა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ქუაისონი (40), 1:1 გრუიჩი (83), 2:1 სენტ ჯუსტი (88)

„დორტმუნდი“ – „ლევერკუზენი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (28), 2:0 როისი (50), 3:0 გერეირო (83), 4:0 როისი (90)

„აუგსბურგი“ – „აინტრახტი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 რიხტერი (35), 2:0 ნიდერლეხნერი (43), 2:1 პასიენსია (73)

„ლაიფციგი“ – „ბაიერნი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (3), 1:1 ფორსბერგი (45, პენ)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.12354
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X