ფეხბურთი

20:16 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ვერატის გაზრდილ ხელფასს და კაპიტნის სამკლავურს სთავაზობს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მარკო ვერატის ახალ კონტრაქტს სთავაზობს. იტალიური მედიის ცნობით, პარიზელები მზად არიან აპენინელ ნახევარმცველს სეზონში 12 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ვერატის პსჟ-სთან მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო განახლებული პირობების თანახმად მარკოს პარიზში დარჩენა 2024 წლამდე მოუწევს და ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

თუმცა ეს ყველაფერი არაა - ფრანგები ვერატის კაპიტნის სამკლავურსაც დაპირდნენ.

შეგახსენებთ, მარკო ვერატი პსჟ-ში 2012 წელს „პესკრადან“ გადავიდა და მას შემდეგ ფრანგთა რიგებში ჩატარებულ 282 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110947