ფეხბურთი

18:07 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ წლევანდელი სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა

„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მესამე, სარეზერვო ფორმის ფოტოები გამოაქვეყნა. ასეთი ფორმით კატალონიელები გასვლით მატჩებში ითამაშებენ.

ეკიპირება ფირუზისფერშია გადაწყვეტილი. საყელო ცოტა უცნაური ფორმისაა, თუმცა ტრადიციულ ლურჯ-ბროწეულისფერშია შესრულებული.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ტექნიკური სპონსორი ამერიკული ფირმა Nike - ია.

ახალდაწყებულ ესპანეთის ჩემპიონატში, სამი ტურის შემდეგ, კატალონიური კლუბი 4 ქულით მერვე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის „ატლეტიკოს“ ხუთი პუნქტით ჩამორჩება.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11325