ფეხბურთი

13:27 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ფიფას ტექნიკური დირექტორი გახდება

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, უახლოეს ხანში ფიფას ტექნიკური დირექტორი გახდება - წერს New York Times. ფრანგი სპეციალისტი მწვრთნელთა სტანდარტების ამაღლებისთვის იზრუნებს და რჩევებს მისცემს სხვადასხვა საფეხბურთო საკითხებში.

ფიფა ცდილობს თავისი რიგები ფეხბურთის ცნობილი ადამიანებით შეავსოს, მას შემდეგ რაც ორგანიზაცია მარკო ვან ბასტენმა და ზვონიმირ ბობანმა დატოვეს.

ვენგერმა „არსენალი“ 2018 წელს დატოვა, 22 წლიანი მუშაობის შემდეგ. წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ფრანგ სპეციალისტს „მილანი“ ან „ბაიერნი“ უნდა ჩაებარებინა. პსჟ კი ტექნიკური დირექტორის პოსტს სთავაზობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120714