სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

17:17 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აშშ დამარცხებულია - საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონის გარეშე დატოვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩა. სერბეთის გზას ტურნირის კიდევ ერთი გამოკვეთილი ფავორიტი აშშ გაუდგა და ასპარეზობას გამოეთიშა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ვერაფერი გააწყო - 79:89.

მატჩმა მოლოდინი სრულად გაამართლა და დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. პირველი ფრანგებმა პირველი ტაიმი ჩნებულად ჩაატარეს და მრისხანე მეტოქეს საწყის 20 წუთში ოდენ 39 ქულის ჩაგდების შესაძლებლობა მისცეს. შედეგად, დიდ შესვენებაზე ვინსენ კოლეს გუნდი 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. საფრანგეთმა მესამე მეოთხედიც შედეგიანად დაიწყო, ერთი ხანობა 11-ქულიანი ჰანდიკაპიც მოიპოვეს. თუმცა, ამავე პერიოდის მეორე ნაწილში ამერიკამ ჩინებულად ითამაშა და ხსენებული ათწუთეილი 27:18 მოიგო. შესაბამისად, დასკვნით პერიოდს სამქულიანი უპირატესობი შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა 11 ქულა გაანიავა და ანგარიშში ჩამორჩა, არ გატყდა. რუდი გობერის ლიდერობით „მამლებმა“ ბოლო ათი წუთი ფანტასტიკურად ჩაატარეს და აშშ-ს ოდენ 13 ქულის ჩაგდების უფლება მისცეს. თავად კი 26 ქულა მიითვალეს და საბოლოოდ, 10 ქულის სხვაობით, 89:79 იმარჯვეს.

მატჩის გმირი რუდი გობერი გამოდგა, რომელმაც 34 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა - 21 ქულა, 16 მოხსნა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა = 36. ჩინებული იყო ევან ფურნიეც, რომელმაც 22 ქულა დააგროვა, ხოლო ნანდო დე კოლომ კი მეოთხე პერიოდში ითამაშა შედეგიანად და საბოლოოდ 18 ქულას მოუყარა თავი.

აშშ-ს რიგებში კი მხოლოდ და მხოლოდ დონოვან მიჩელი გამოირჩა, რომელმაც შეხვედრა 29 ქულით 6 მოხსნით, 4 პასით და 30 მარგი ქმედების კოეფიცინტით დაასრულა. მიჩელი თანაგუნდელთა შორის ყველა კომპონენტში საუკეთესო იყო - ქულებით, მოხსნებით, პასებით, მარგი ქმედების მაჩვენებლით. დონოვანს მხარი ვერავინ აუბა და ამერიკელთა მარცხის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო. თავად განსაჯეთ 10 ქულიან ზღვარს მის გარდა მხოლოდ მარკუს სმარტმა (11 ქულა) და კემბა უოკერმა (10 ქულა უწიეს).

ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის გარეშე გაგრძელდება. მოგეხსენებათ, აშშ ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული იყო (2010 და 2014 წლებში). ვთქვათ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გრეგ პოპოვიჩის გუნდს კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ჯერ იყო და პირველ ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან მარცხს სასწაულებრივ გადაურჩა და ამასთან, არც სხვა მატჩებში მოუწყვეტია ციდან ვარსკვლავები. ვთქვათ ისიც, რომ ამერიკელთა შემადგენლობაც არ ყოფილა უძლიერესი და საუკეთესო. შესაბამასიად, ძალიან კარგად დაკომპლექტებულ და გუნდურ საფრანგეთთან მარცხში შესაძლოა დიდი სენსაცია ამ ეტაპზე ვერც დავინახოთ.

საფრანგეთის ნაკრები კი, ნახევარფინალში სერბეთის მძლეველ არგენტინას დაუპირისპირდება.

აშშ - საფრანგეთი 79:89 (18:18, 21:27, 27:18, 13:26) - მატჩის სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.182026
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X