ფეხბურთი

15:23 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მზადაა ნოიერს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერთან თანამშრომლობის განახლებას აპირებს. Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ მზადაა 33 წლის კიპერს ახალი კონტრაქტის შესთავაზოს.

ნოიერის მიმდინარე ხელშეკრულება ძალაში 2021 წლის 30 ივნისამდეა და მოსალოდნელია, რომ მხარეები კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლვებენ.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წელს გელზენკირხენის „შალკედან“ გადავიდა და დღემდე 342 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.101619