ფეხბურთი

0:22 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "2003 წელს მესის შეძენა შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2003 წელს ლიონელ მესის ყიდვა შეეძლო. ფრანგმა სინანულით თქვა, რომ მაშინ „ბარსელონადან“ სესკ ფაბრეგასის გარდა, ლიონელ მესიც გადაბირებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

„სამწუხაროდ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სინანულთან ერთად, რომელიც ჩავარდნილ ტრანსფერებს უკავშირდება. ამ შემთხვევაში ლიონელ მესისთან დაკავშირებით. 2003 წელს, როდესაც სესკ ფაბრეგასი ვიყიდეთ, მასთანაც იყო საუბარი. იმ დროს ჩვენ „ბარსელონას“ დონეზე ვიყავით და შეგვეძლო ძლიერი შემადგენლობის ჩამოყალიბება ახალგაზრდა და ძლიერი ფეხბურთელების შერწყმით.

მესისთან, პიკესთან და ფაბრეგასთან ერთად შეიძლებოდა დიდებული გუნდის აშენება. ორი მათგანი ინგლისში გადავიდა, მაგრამ მესი ესპანეთში დარჩა და ახლა ხელშეუხებელი ჩემპიონია“, - თქვა ვენგერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111805