ფეხბურთი

2:05 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "დარჩენილი მატჩები უნდა გამოვიყენოთ, რომ ერთა ლიგისთვის იდეალურად მოვემზადოთ"

საქართველოს ნაკრების ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ დანიასთან (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი პერიოდი უფრო მეტად შეთამაშებისთვის უნდა გამოიყენოს, რომ ერთა ლიგისთვის მაღალ დონეზე მომზადებული იყოს.

„ვფიქრობ, კარგი თამაში ჩავატარეთ და ძალიან სასიხარულო იქნებოდა გოლიც გაგვეტანა და მოგვეგო. განსაკუთრებით ისეთი შედეგის შემდეგ, რომელიც დანიაში ვაჩვენეთ.

სამწუხაროდ, ყოველთვის წამყვანი ფეხბურთელებიდან რომელიმე გვაკლდება, მაგრამ შემდეგ მატჩებიც უფრო მეტად შეთამაშებისთვის უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ მთავარისთვის (ერთა ლიგისთვის - ავტ). დღევანდელი თამაშიდან კი, იმ მომენტებს გამოავრჩევდი, რომლებიც გვქონდა“, - თქვა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 თამაშის შემდეგ 4 ქულა აქვს და ქვეჯგუფში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

0.120623