სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

12:15 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ედინბურგში ბნელი 90-იანი წლები გაგვახსენეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართული სპორტისთვის გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, ლეგენდარულ “მარიფილდზე“ გამართული სარაგბო ჯახი იყო, სადაც მოლოდინისამებრ საქართველოს ნაკრები სამწუხაროდ დამარცხდა (36:9) თუმცა “ბორჯღალოსანთა“ მესაჭე, მილტონ ჰეიგგი ამბობს, რომ ამ ყელაფერში საგანაგაშო არაფერია და საქართველოს ნაკრების სამსოფლიოსთასო სამზადისისთვის სქოთებთან სოლიდური ანგარიშით ორი მარცხიც მნიშვნელოვანია და ეს საბოლოოდ დადებით შედეგს გამოიღებს.

საკუთრივ მატჩში სკანდალური და დამაინტრიგებელი ბევრი არაფერი მომხდარა. მატჩის დასაწყისში კი თამაშიც ორგანიზატორებმა ქართველთა სამართლიანი გულისწყრომა დაიმსახურეს. ორგანიზატორებს შეეშალათ და საქართველოს ამჟამინდელი ჰიმნის ნაცვლად ჩვენ ქვეყნის ძველი ჰიმნი “დიდება“ გაუშვეს, რაც მასპინძლების მხრიდან ერთობ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

დაუკრეს და გაგვახსენდა გასული საუკუნის ბნელი 90-იანი წლები. რაც არ უნდა ვეცადოთ, წინა საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ცხოვრებიდან არასოდეს გაქრება, რამეთუ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველანი იქიდან მოვდივართ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ისეთი იყო როგორიც იყო. წარსულს ვერც შეცვლი და ვერც დააბრუნებ...

სქოთებმა გაგვახსენეს, რომ ჩვენთვის ამ წლებს თავისი ესთეტიკა აქვს, უცნაურობებითა და მრავალმხრივობით გაჯერებული. გაგვახსენდა პირამიდა შარვლები, ოსკარის ესპადრელები, გუჩის გულზე ჯიბიანი მაისური და თურქული რეიბანები. გაგვახსენდა ჩაბნელებული ეროვნული სტადიონი და უსტადიონოდ დარჩენილი რაგბის ნაკრები.

ფაქტობრივად, იმ ეპოქის ლეგენდად დარჩა საღეჭ რეზინებში ამოსული ქაღალდების, იგივე “ნაკლეინკების“ და “კინდერის“ სათამაშოების გროვების ბუმი. მერე იმ სათამაშოებს თითქოს გაააგზავნიდი სადღაც და რაღაც საჩუქარი მოგივიდოდა. ყველამ იცოდა, რომ სათამაშოების თუ “ნაკლეინკების“ განსაზღვრულ რაოდენობას ვერ მოაგროვებდა, მაგრამ იმედი ხომ ჰქონდა! ამ საღეჭ რეზინებში ამოდიოდა საოცარი ფეხბურთელები - კარლოს ვალდერამა, ანდონი სუბისარეტა, კლაუდიო კანიჯა და სხვანი და სხვანი....

იმ პერიოდში ჩვენ ვიცოდით, რომ “რ“ ასო არ არსებობდა სიტყვა "ევრო 96"-ს შესაგროვებლად, “კოკა კოლას“ ბოთლების თავსახურავების ქვეშ, მაგრამ მაინც გავეშებულნი დავეძებდით ამ მითიურ “რ“-ს რომელიც ესოდენ ნანატრი ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუელებას მოგვცემდა.

ამის შემდეგ შოტლანდიელებმა ქართველებს ოფიციალურად მოგვიბოდიშეს კიდეც, მაგრამ როგორც ნათქვამია, სიტყვაც ვერ დაბრუნდება უკან და ნამღერი ჰიმნიც ნამღერად დარჩება. ძველი ჭრილობების გახსნა ქართველისთვის უბრალო ამბავი არაა. მით უმეტეს, როდესაც ეს ჭრილობები ძველი ჰიმნიდან იღვრება.

ამდენი წარსულის გამოტირების შემდეგ ისიც ვთქვათ, რომ სამსოფლიოთასო მოსამზადებელი ეტაპი ჩვენმა მორაგბეებმა ერთი მოგებით და ორი მარცხით დაასრულეს. მილტონ ჰეიგის შეგირდები ახლა უკვე იაპონიაში გაემგზავრებიან, სადაც მამუკა გორგოძესთან ერთად პლანეტის უმთავრეს სარაგბო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს! საქართველოში 90-იანი წლები იმედია აღარასოდეს მობრუნდება!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116589
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X