ფეხბურთი

23:04 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ MLS-ზე ალაპარაკდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის' თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ ამერიკაში გადაბარგება მისთვის და მისი ოჯახისთვის საინტერესო იქნება.

"MLS, ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომლების ინგლისურად ლაპარაკობენ, საინტერესო იქნება. ერთ ან ორ წელიწადში? არ ვიცი როდის, თუმცა ამ გამოწვევისთვის მზად ვარ და არა მარტო MLS-ით ვარ დაინტერესებული." - ციტირებს Mirror-ი ჟირუს სიტყვებს.

ფრანგს თავდამსხმელმა "ჩელსისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უმტავრდება. ოლივიე ლონდონურ კლუბში 2018 წლის დასაწყისში გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 67 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110858