ფეხბურთი

22:00 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ესპანელი მწვრთნელი ხავი გრასია "უოტფორდმა" დაკავებული ტანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გრასიას გუნდმა "მიმდინარე სეზონში ოთხი შეხვედრიდან ინგლისის ჩემპიონატში სამი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა, რაც კლუბის მესვეურებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ესპანელმა გუნდი 2018 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ "უოტფორდმა" 67 შეხვედრიდან 27 მოიგო და 12 ფრედ დაასრულა.

სტატისტიკა
0.317657