ფეხბურთი

20:20 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პოგბას ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო

"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას აგენტს მინო რაიოლას დაუკავშირდა და ახალი კონტრაქტი გააცნო. როგორც L`Equipe იუწყება, "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა და მზად არიან ფრანგს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ.

კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელი გუნდის დატოვებას ფიქრობდა. პოგბას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის ახალ ხელშეკრულებაზეა საუბარი "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან.

პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წელს "იუვენტუსიდან" დაბრუნდა. ჯამში პოლ "წითელი ეშმაკების" მაისურით 146 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114344