ფეხბურთი

22:25 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ჰექტორი "ფულჰემში" გაუშვა

იამაიკის ეროვნული ნაკრების და "ჩელსის" მცველი მაიკლ ჰექტორი კარიერას "ფულჰემში" გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ "არისტოკრატებმა" 8.9 მილიონი ევრო მიიღეს.

ჰექტორი ახალ გუნდს იანვრიდან შეუერთდა, რადგან ფეხბურთლის დარეგისტრირება ამჟამად ვერ მოხერხდა. ზამთრამდე კი მაიკლი გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ჰექტორი გასულ სეზონში "შეფილდ უენსდიში" იყო განათხოვრებული და 39 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111814