ფეხბურთი

2:36 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა"

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ზურიკო დავითაშვილმა სამხრეთ კორეასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. ქართველმა შემტევმა აღნიშნა, რომ დებიუტით მოხარულია და მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მოგება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შექმნილი მომენტების გამოყენების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით.

რაც შეეხება ჩემს დებიუტს, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს შანსისთვის. ვაგრძელებთ მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართელოს ნაკრებმა აზიელებთან ფრედ 2:2 ითამაშა, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში დანიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115168